თემა: ლოცვა, მოწყალება როგორ უნდა სთხოვო უფალს ტაძარში სხვებთან ერთად: "მომეცი უფალო!", როდესაც თვითონ არ აძლევ ღატაკებს მაშინ, როცა ეს შეგიძლია? link
თემა: მოთმინება, სასუფეველი, უფალი იესო ქრისტე ვისაც სურს, იესოსთან ერთად მარადიული სასუფევლის მონაწილე იყოს, მან მონაწილეობა უნდა მიიღოს მივ ვნებასა და მოთმინებაშიც. link
თემა: კეთილი საქმეები, რწმენა როგორც ცეცხლის თვისებაა თბობა, წყლის - მორწყვა, ნათლის - ნათება: ასევე ცხოველ რწმენას ახასიათებს გამოვლენა კეთილ საქმეებში. link
თემა: ცილისწამება უფრთხილდი ცილისმწამებელს, როგორც უფრთხილდები ჭირის წყლულით დაავადებულ ადამიანს, რათა თვითონაც არ დაავადდე და არ დაიღუპო. link
თემა: მოთმინება, სასუფეველი, ცხონება გონების თვალი აღუპყარ ზეციურ სამყაროს, და მოიხილე მისი მკვიდრნი - ვერც ერთს ვერ ჰპოებ იქ, ვინც იქამდე მოთმინების გზით არ მისულა. link
თემა: ბედნიერება, ღმერთი თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერ ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლებაა და ტყვეობა link
თემა: სინდისი, ხელმძღვანელთა მოვალეობანი ღატაკია ის მსაჯული, რომელიც ენითა და კალმით განსჯის ადამიანებს, თვითონ კი განუწყვეტლივ მხილებული და განსჯილია საკუთარი სინდისისგან. link
თემა: კეთილდღეობა, სიმდიდრე, წუთისოფლის სიამოვნებანი კაცის გული ვერანაირი დროებითი კეთილდღეობით ვერ დაკმაყოფილდება. რაც უფრო მეტია სიმდიდრე, დიდება, პატივი, მით უფრო იზრდება სურვილი მათ მიმართ. link
თემა: განმარტოება, მონაზონთათვის როდესაც თუნდაც მაცხოვნებელი გარემოებების გამო გამოხვალ განმარტოვებული ყოფისაგან, უკვე ისეთი ვეღარ ბრუნდები, როგორიც განმარტოებაში იყავი. link
თემა: კეთილდღეობა, მწუხარება მართალია, ჩვენი აზრით მრავალნი კეთილდღეობაში ცხოვრობენ, მაგრამ მაინც არ არსებობს ისეთი კეთილდღეობა, რომელსაც ავი დღეების სიმწარე არ ახლდეს. link