თემა: ღვთის ძიება ეძიე ყველგან ის, ვინც ყველგან სუფევს, დატოვე ყოველივე და ეძიე მხოლოდ ის ერთადერთი და აუცილებლად ჰპოვებ მას link
თემა: ზნეობა, რწმენა, ჭეშმარიტი ქრისტიანობა ქრისტიანს არა მხოლოდ აღმსარებლობა, არამედ რწმენა და რწმენის შესაფერისი ზნეობა აქცევს ჭეშმარიტ ქრისტიანად link
თემა: მრისხანება, სიმდაბლე, წყენა ჭეშმარიტად თავმდაბალს ყვედრება არ სწყინს და არ მრიცხანებს, რადგან თავს ყოველგვარი დამცირების ღირსად თვლის. link
თემა: გული, პირფერობა პირფერს ენაზე თაფლი აქვს, გულში კი ღვარძლს ატარებს - სიტყვით მშვიდობას გპირდება, საქმით კი მახვილს გიმზადებს. link
თემა: სიმდაბლე, ცხონება ცხონების გზა ვიწროა, მაგრამ მაღალი სამშობლოსაკენ, ზეცისაკენ მივყავართ. თუ გსურს, ამ სამშობლოს მიაღწიო, ამ გზით იარე. link
თემა: მწუხარება, უფალი იესო ქრისტე, ჯვარი ჯვარი და სხვადასხვა მწუხარება ქრისტიანული დროშაა, რომელთა ქვეშაც ქრისტიანი იბრძვის თავის მეფის - ჯვარცმულისათვის. link
თემა: დიდებისმოყვარეობა ღვთის ყოველგვარი საჩუქარი ჩვენთვის საზიანო ხდება, როდესაც მისგან არა ღვთის, არამედ - ჩვენს საკუთარ დიდებას ვეძიებთ. link
თემა: ღმერთი კარგია ქმნილებები, მეტისმეტად კარგი, მაგრამ შეუდარებლად უკეთესია შემოქმედი, რომელმაც ესოდენ კარგებად შექმნა ისინი link
თემა: მაღალი და დაბალი წოდება ხარისხი ანდა პატივი ქრისტიანისთვის უღელია, რომელიც ღვთის სახელის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ უნდა დაიდგას. link
თემა: სიბრძნე, ღმერთი ვინ არის ბრძენი? - ის, ვინც ყველგან და ყოველთვის ფრთხილად იქცევა და უხილავ ღმერთს, როგორც ხილულს მუდამ თვალწინ იყოლიებს. link