1) უნდა გვახსოვდეს სიკვდილი და ისიც, რომ ფერ–უმარილით შეღებილი სახე ოდესმე მატლების საკვები შეიქნება და ხრწნადობას მიეცემა;2) თქვენ მოგიხდებათ პასუხისგება ღვთის წინაშე იმათ გამო, ვინც დაგიბრკოლებიათ თქვენივე შეღებილ სახეთა ცქერით და რაც უფრო მეტია დაბრკოლებულ ადამიანთა რიცხვი, მით უფრო მეტად დიდი სასჯელი გელოდებათ, რადგანაც მაცხოვრის სიტყვისამებრ: „ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური“ (მათ. 18.7).
ვხედავთ, რომ ქრისტიანულ საზოგადოებაში ორგვარი ხელისუფლებაა, სამოქალაქო და სასულიერო; სამოქალაქო ხელისუფლება განაგებს გარეგან საქმეებს, სასულიერო ხელისუფლება კი თვალყურს ადევნებს იმას, რაც შეეხება შინაგან სულიერ მდგომარეობას. სამოქალაქო – მართავს სამოქალაქო კანონებით, სასულიერო – ღვთის სიტყვით და არაკეთილგონიერად მცხოვრებთ ქრისტიანული საზოგადოებიდან დროებით განყენებით ათვინიერებს; ორთავ ხელისუფლების, სამოქალაქოსა და სასულიეროს, საბოლოო მიზანი სხვა...
1) ნუ უყურებთ სხვა ადამიანებს, რასაც არ უნდა სჩადიოდნენ, ან როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი. არამედ ღვთის სიტყვას მიაპყარით სმენა;2) იფიქრეთ და მიჰბაძეთ მაცხოვრის წმინდა ცხოვრებას; იგი გვასწავლის, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რათა სათნო ვეყოთ მას;3) სმენა და მზერა მოარიდეთ მავნე საგნებს, რადგანაც მათი მეშვეობით ყოველგვარი ბოროტება შემოდის ჩვენს გულში.4) უფრო მეტი დრო დაჰყავით შინ, განმარტოებაში, რადგანაც მარტო ყოფნით არანაირი საცდური არ შგხვდებათ.5) ხ...