სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანი უნებისყოფო, სუსტი, მერყევი და ცვალებადია. ის იოლად ეცემა. უფალმა ეს იცის, რადგან მან შეგქმნა, მან გაქცია ადამიანად. მაგრამ, ამავე დროს, სინანულის ნიჭიც მოგცა და წამოდგომის ძალასაც გიბოძებს. რატომ არ იქცევი ასე? როცა უფალი... იხილეთ სრულად
ვინც ამსოფლიური სიკეთითა და სიამოვნებით ტკბება, თუ არ შეინანებს, ყველაფერი საუკუნო მწუხარებად და ტკივილად გადაექცევა. ღვთისმოსავ ადამიანებს კი მცირედზე უარის თქმა მარადიული ბედნიერებით და ნეტარებით აუნაზღაურდებათ. ეს ნეტარება ზ... იხილეთ სრულად
ახლა ღმერთი წმინდა წერილის, მქადაგებლების, სულიერი მამების მეშვეობით გვიხმობს: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი” (მათ. 3, 2). საუბედუროდ, ის, ვინც ფიქრობს, რომ გონიერი და ძლიერია, სხვადასხვა მიზეზით იყრუებს თავს.
სინანული და გლოვა ვითხოვოთ და ღმერთი მოგვცემს. ამას მაცოცხლებელ ცრემლთა დენა მოჰყვება და გული სულიწმიდის ნაყოფს გამოიღებს, ამინ.
ადამიანები დიდებასა და გამარჯვებას სინანულის იარაღით აღწევენ. დიდება ყოვლადბრძენ ღმერთს, ვინც ადამიანებს მისცა ეს ქმედითი წამალი, რომელიც მართებულად მიღების შემთხვევაში ყოველგვარ სნეულებას კურნავს.