სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
დამდაბლებულ უფალზე იფიქრე და სული ყოველთვის მზად იქნება, რომ მისი სიყვარულისთვის ნებისმიერი შეურაცხყოფა მოითმინოს.
იტირე უფლის წინაშე, სიმდაბლის სული რომ მოგმადლოს, რადგან მხოლოდ მისი მეშვეობით შეიძლება შენი ზეაღსვლა ღვთის სიყვარულისკენ.
ნურაფერს დაინანებთ, რადგან ღვთის სიყვარულის წინაშე ყველაფერი ნაგევია. ეშმაკები შფოთავენ, როცა ხედავენ, რომ საბრძოლველად ემზადებით, ანგელოზები კი ცდილობენ, ყველა ის სირთულე აგაცილონ თავიდან, რაც გამარჯვებაში შეგიშლით ხელს. მაშ, ღვთ... იხილეთ სრულად
ჯილდოს მაშინ მივიღებთ, როცა იმ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელსაც სოფლის სიყვარული გაგვიწევს, შევძლებთ ღვთის ცხოველმყოფელი სიყვარული მოვიპოვოთ და მიუხედავად ცოდვის მიმზიდველობისა, სათნოების ციხე-სიმაგრედ აღვემართოთ!