მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
ყველაფერი დაითმინე, შვილო, რადგან ეშმაკი სხვადასხვა მხრიდან დაგვარტყამს, რომ მოთმინების ზღუდე შეგვიმუსროს. მაშინ ხომ ორმაგ სარგებელს ნახავს – ჩვენი და ჩვენი დების მარცხს.
შვილებო, იღვაწეთ. ქრისტესთან ერთად ყველაფერს დავითმენთ. სოფელი მოგვიძულებს, რადგან პირველად ჩვენი საყვარელი და სათაყვანო იესო მოიძულა.
თუკი ჩვენი არჩევანი ეშმაკთან ბრძოლაა, ბრძოლა რატომ გვიკვირს? ჩვენი მონდომების ლამპარი ანთებული გვქონდეს და მოთმინებითა და სიფხიზლით დაველოდოთ უფალ იესოს მოსვლას.
შენი დრტვინვა დანაშაულებრივია. იგი თავისმოყვარებისა და ლაჩრობის შედეგია. ყველაფერი მოითმინე და ღვთის მადლიერი იყავი. საკუთარი გულგრილობა დაადანაშაულე და არა ღმერთი. იესო ქრისტე ჯვარს ეცვა შენთვის, რადგან უყვარხარ. და თუ უყვარხარ, ... იხილეთ სრულად
კურთხეულო სულო, ცხონების გზაზე მხდალი ნუ იქნები. ერთმანეთის დახმარებით ერთად გავივლით მას. სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მადლი ღვთისა იყოს ჩვენთან. ის ჩვენს მიშვებულ გულისსიტყვებს მჭიდროდ შემოზღუდავს და მოთმინებით გ... იხილეთ სრულად