სული - ციტატები, გამონათქვამები
ზოგიერთი ვნება ხორცისთვისაა დამახასიათებელი, სხვა კი - სულისთვის. ერთისგან თავდაცული და მეორის მიმართ დაუდევარი იმის მსგავსად იქცევა, ვინც თავისი ვენახი მაღალი ღობით შემოღობა მხეცებისგან დასაცავად და ამასთან ერთად იგი მტაცებელი ფრ... იხილეთ სრულად
ვინც მხოლოდ ხორციელი შერყვნისაგანაა თავისუფალი, ნუ ჩათვლის თავს სრულიად წმიდად. არსებობს სულის შერყვნილობა, ისევე, - როგორც - ხორცისა. მრუშობა უწმინდურობაა, და ასევე - სიძუნწეც; ლოთობა უწმინდურებაა, მაგრამ ასევე - ამპარტავნებაც, შ... იხილეთ სრულად
როგორც გამოუცდელი ხბო მიიჩქარის ბალახისაკენ და უფსკრულით გარშემორტყმულ ადგილას აღმოჩნდება, ასევე ემართება სულს, რომელიც ნელნელა იხიბლება ზრახვებით.
როგორც არ შეიძლება, ქარი მივუშვათ ღია მკერდთან, ასევე არ შეიძლება ზრახვათა დინების შეჩერება, რამეთუ ადამიანის სული თავისი ბუნებით (წინაპართა ცოდვით დაცემის გამო) ღიაა ბოროტების ქმნისათვის.
უმჯობესია, სხეულის ათასი მორთულობა დაკარგო, ვიდრე ყოვლისმხილველის წინაშე სულისა და სინდისის თუნდაც უმცირესი ლაქით წარსდგე.
საყვარელო, გაურბიხარ ცეცხლს, რომ სხეული არ დაგწვას, მაგრამ გაექეცი ცოდვას, რათა შენი სხეული სულთან ერთად ჩაუქრობელ ცეცხლში არ დაიწვას.
ცოდვა სულს განაშორებს მშვიდობას, გონებას - სინათლეს, სხეულს - უხრწნელობას, მიწას - კურთხევას, ყოველგვარ ქმნილებას - ყველანაირ სიკეთეს. იგი იწყებს იმით, რომ ადამიანში ჯოჯოხეთს თესავს, რაც ადამიანს ჯოჯოხეთში აგდებს.