სული - ციტატები, გამონათქვამები
სული - ციტატები, გამონათქვამები სული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
უბედურებანი ისევე აუცილებელი და სათნომყოფელია სულისთვის, როგორც - ქარიშხალი და ხილული ბუნებისთვის.
დილით ადგომისას საკუთარ თავს უთხარი: "სხეულო, იმუშავე, რათა გამოიკვებო; სულო, იფხიზლე, რათა ზეციური სასუფეველი დაიმკვიდრო.
სიმშვიდე და უსაქმურობა სულისთვის დამღუპველია და დემონზე მეტად შეუძლია მისი დაზიანება.
როგორც ახალი და სუფთა წყალი მდორედ გადაქცევისას ფუჭდება; ასევე ადამიანის სული და სხეული უსაქმურობით ზიანდება.
როცა სული ღმრთისა გამეფდება ჩვენს სულებში, წყდება ყველაფერი, რაც ჩვენგანაა და მოდის ყველაფერი, რაც უფლისგანაა. ვიდრე ჩვენში ჩვენი გრძნობისმიერი ფიქრები, მიწიერი სურვილები და თავნებობა მეფობენ, უფლის სამეფო კი არ იქნება, არამედ წყვ... იხილეთ სრულად
ქრისტიანული სწავლების თანახმად სულიერი სამყარო, შემოქმედი უფლის გარდა, ანგელოზებით და გარდაცვლილ ადამიანთა სულებით არის დასახლებული. თქვენ კითხულობთ: „ზემოქმედებს თუ არა სულიერი სამყარო ადამიანებზე და მოვლენებზე ჩვენს სამყაროში სა... იხილეთ სრულად
ქრისტიანის სული, როდესაც ღირსი ხდება, შემოქმედისაგან მის სულს მიიღებს, ხოლო მიღების შემდეგ, იპყრობს გონებაში მანამ, ვიდრე გონება არ განიღმრთობა; გულში, ვიდრე გული არ განიღმრთობა, ნებაში, ვიდრე ნება არ განიღმრთობა და გამუდმებულად უ... იხილეთ სრულად
სხეული სულის ფარდაა. სიკვდილი ერთბაშად ჩამოგლეჯს ამ ფარდას და სული თავის თავს ისეთს ხედავს, როგორიც ის სინამდვილეშია. ამიტომ სიკვდილი არის მომენტი, როცა სული საბოლოოდ ხვდება საკუთარ თავს. ადამიანი გაოგნებულია იმით, რომ თავის თავს ... იხილეთ სრულად