აღდგომა - ციტატები, გამონათქვამები
აღდგომა - ციტატები, გამონათქვამები აღდგომა, გამონათქვამები, ციტატები
ქრისტეს მოძღვრება, ეს არის მეცნიერება იმის შესახებ, თუ როგორ მოეღება ბოლო ადამიანის ხრწნადობას, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორ ძალუძს ადამიანს ჯერ კიდევ ამქვეყნად მკვდრეთით აღდგომა.
ქრისტეს კეთილი ნებაა, ყოველი ადამიანი მას ემსგავსოს. როგორც ღვთის ძეს, სურვილი აქვს, რომ ღვთის შვილობა ჩვენც დავიმკვიდროთ. როგორც მეფეს, სურს, რომ ჩვენც მასთან ერთად ვიმეფოთ. როგორც მღვდელმთავარს, უნდა, რომ ღვთისმსა... იხილეთ სრულად
ქრისტეს აღდგომა არ არის მხოლოდ აქტი გამარჯვებისა. იგი არის მოწოდება ყოველი ადამიანისადმი, რათა ისიც გახდეს მონაწილე ამ დიადი ზეიმისა.
ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ მსხვერპლი მიღებული და შეწირულია, რომ გამარჯვება სიკვდილზე მოპოვებულია და ღმერთსა და კაცს შორის ზღუდე შემუსრულია, - კავშირი აღმდგარია!
ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ სიკეთე სძლევს ბოროტებას, რომ სიყვარული ამარცხებს სიძულვილს, სიცოცხლე თრგუნავს სიკვდილს.
თუ რაოდენ დიდი და განუსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს ქრისტეს აღდგომას ჩვენი ხსნისათვის, ჩანს მოციქული პავლეს ამ სიტყვებიდან: "უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს... ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი" (I კორინ. 15,14).
აღდგომა ქრისტესი სიცოცხლის გამარჯვებაა სიკვდილზე. აღდგომა ქრისტესი სიკეთის გამარჯვებაა ბოროტებაზე.