ჭეშმარიტება - ციტატები, გამონათქვამები
ჭეშმარიტება - ციტატები, გამონათქვამები ჭეშმარიტება, გამონათქვამები, ციტატები
ჭეშმარიტებისა და სიყვარულის გარეშე ამქვეყნიური მეუფება სიცრუესა და ძალადობაზეა დაფუძნებული.
ჭეშმარიტება სამარეშიც ცოცხლობს, ბორკილებდადებულიც თავისუფალია, ბნელშიც ანათებს და ლაფში ამოსვრილიც სიწმინდეს ინარჩუნებს.
ჭეშმარიტება უფრო ვრცელია, ამაღლებული და ღრმა, ვიდრე ეს სამყარო. ამიტომაც შეუცნობელია, მაგრამ სულიერი ადამიანისათვის იგი დღესავით ნათელია.
ჭეშმარიტება დროს არ ექვემდებარება. იგი არც ძველია და არც ახალი. იგი უცვლელი იყო გუშინ, უცვლელია დღეს, და ხვალაც უცვლელი დარჩება.
ეკლესიის ვალია, დაეხმაროს დაცემულ პიროვნებას, რათა განეშოროს იგი სიბილწეს, სიცრუეს, პოვოს ჭეშმარიტება და აღიაროს იგი.