კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები
კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები კეთილი საქმეები, გამონათქვამები, ციტატები
შემთხვევითი არ არის, რომ კეთილსაქმეთა ჩამოთვლისას, მოციქულმა პავლემ პირველ ადგილზე მოწყალება დააყენა. სწორედ მოწყალება აკლდა ყველაზე მეტად ძველ მსოფლიოს. გავიდა 2000 წელი და თანამედროვე ადამიანსაც კვლავ მოწყალება აკლია ყველაზე მეტ... იხილეთ სრულად
მაცხოვნებელ რწმენას მოკლებული კაცი წუთისოფლის პატივსა და დიდებას ესწრაფვის, ჭეშმარიტი ქრისტიანი კი - ქველის საქმეებით სიმდიდრეს.
უპირველეს ყოვლისა, საკეთებელია სულიერი საქმეები და შემდეგ მიწიერი, რომელიც მხოლოდ დამხმარე საშუალებაა გადარჩენისთვის.
ის, ვინც სასუფევლისკენ მიმავალ გზას ადგას, ამ პრინციპით ცხოვრობს: "ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, აბა, მე დღეს ვის რა ვარგე"? (წმ. ილია მართალი).
კლიმენტის აზრით, არ არის საკმარისი ოდენ ცოდნა. პიროვნება აუცილებლად უნდა ესწრაფვოდეს სიკეთის ქმნას, რომ შეძლოს აღასრულოს ღვთის მცნებანი და თანდათანობით მიემსგავსოს შემოქმედს. ასეთი ადამიანისათვის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის... იხილეთ სრულად
შენს მოქმედებას საფუძვლად სიყვარული დაუდე და გახსოვდეს, მთავარი ის კი არ არის, რამდენს გაიღებ გაჭირვებულის დასახმარებლად, არამედ ის, თუ სიყვარულის რა წილს ჩადებ შენს მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეში. ღვთის სახელით სიყვარულით აღსრულებუ... იხილეთ სრულად
ვინც გედავება, მას სიკეთე მიაგე და ამით სძლევ. ურწმუნოება, შეშლილობა და გაბოროტება უმეცრების შედეგია. კეთილი საქმე ყოველივე ამას ლაგამს ამოსდებს.
ძნელია დავა ურწმუნო ადამიანთან, ძნელია ელაპარაკო შეშლილს, დაარწმუნო გაბოროტებული, რადგან ვერაფერს შეასმენ. მის დარწმუნებას უფრო საქმით შეძლებ. ვინც გედავება, მას სიკეთე მიაგე და ამით სძლევ. ურწმუნოება, შეშლილობა და გაბოროტება უმეც... იხილეთ სრულად
უქმად მყოფ ხელებს ეშმაკი საქმეს იოლად გამოუჩენს, გამრჯე ხელებს კი ანგელოზი. ამ მუდმივად მოძრავსა და ცვალებად სამყაროში, სურს ეს თუ არა, ადამიანმა კეთილი ან ბოროტი საქმე უნდა აკეთოს.