განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
მწუხარებისა და განსაცდელის გზას სიხარულსა და ბედნიერებასთან მივყავართ. თუ კაცს ამ გზით არ უვლია, ის ვერ გაიგებს აზრს ჭეშმარიტი ბედნიერებისას, რომლისკენაც მრავალი ბილიკი მიდის, ოღონდ ყველა თავისას ირჩევს.
მაცხოვარი გვიხმობს ყველას და განგვამტკიცებს: „განსაცდელი გექნებათ ამქვეყნად, მაგრამ გამხნევდით, მე ვძლიე სოფელს“ (ინ. 16, 33) და „თქვენთანა ვარ, დღემუდამ, ვიდრე აღსასრულამდე ქვეყნისა“ (მთ. 28, 20)...
ეს დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე, ჰმეტობს თითოეული ჩვენგანის ტკივილს და იმედით გვავსებს.
მხოლოდ ღმერთს შეუძლია ზოგად-ყოფითი და ჩვენი პირადი პრობლემების მოგვარება და დახმარება, თუ, რა თქმა უნდა, გავხდებით ღირსნი მისი მოწყალებისა.
შეიძლება, რომ არასწორად ვცხოვრობდეთ, ცუდად ვიქცეოდეთ, ღმერთზე ფიქრსაც კი გავურბოდეთ, მაგრამ განსაცდელი ან სხვა რამ შემთხვევა გამოგვაფხიზლებს, თვალს აგვიხელს, ჩვენი ცხოვრებისა და აზროვნების წესს სრულიად შესცვლის და ჩვენი ნებითა და ... იხილეთ სრულად
საქართველოს ისტორია სავსეა ღვთის უშურველი წყალობითა და დიდი განსაცდელებით, ჩვენს საწვრთნელად და გამოსასწორებლად რომ უშვებდა უფალი ჟამითი ჟამად.