ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
უფრთხილდი ამპარტავნებამ არ შეგიპყროს, თუ სხვისთვის ილოცებ და უფალი შეისმენს შენსას; იცოდე, რომ მათი სარწმუნოების მიხედვით მიანიჭა მადლი
ყველა მასწავლებელი ყოველდღიურად ითხოვს ბავშვისაგან წარმოთქვას ის, რაც ისწავლა; ხოლო უფალი ყოველდღიურად იძიებს ყველასგან, რომ აჩვენოს ძალა, რომელიც მან ლოცვით მიიღო
როდესაც კეთილად ლოცულობ, სწორედ მაშინ აღდგება მტერი შენს წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგანაც ეს მისი ჩვეულებაა
ყოველგვარი სათნოება და უმეტესად - ლოცვა გულისხმიერებითა და მხურვალებით უნდა აღესრულებოდეს
ვინც საკუთარ თავში უფალი მოიპოვა, ის საკუთარი სიტყვებით უკვე აღარ ლოცულობს, არამედ, სულიწმიდა ლოცულობს მისთვის და მასში - "სულთქმითა მით უსიტყველითა"
შედეგი ლოცვისა ყოველგვარი ეჭვისგან ათავისუფლებს; შედეგი არის უეჭველი მიხვედრა იმისა, რაც არ ვიცოდით.