მოყვასისათვის მოწყალების გაღებისას მოიშორე პატივმოყვარეობა და ამპარტავანი ფიქრები. შენ ღატაკებს ეხმარები. ეს, უდავოდ, ბრწყინვალე გამოვლინებაა შენი მოყვასისადმი სიყვარულისა; რა უნდა აქ პატივმოყვარეობას? შენ ღარიბებს ეხმარები, მაგრა...
იხილეთ სრულად
მოყვასისათვის მოწყალების გაღებისას მოიშორე პატივმოყვარეობა და ამპარტავანი ფიქრები. შენ ღატაკებს ეხმარები. ეს, უდავოდ, ბრწყინვალე გამოვლინებაა შენი მოყვასისადმი სიყვარულისა; რა უნდა აქ პატივმოყვარეობას? შენ ღარიბებს ეხმარები, მაგრამ მათ შენსას როდი აძლევ, არამედ - ღვთისას, რამეთუ არა მხოლოდ ის, რაც შენს საკუთრებად მიგაჩნია, არამედ თვით შენც სულითა და ხორცით ღვთის ქმნილება ხარ. რა გაქვს საამპარტავნო?
როდესაც მოწყალებას გულმოწყალების გამო კი არ გაიღებ, არამედ საკუთარი თავის წარმოსაჩენად, მაშინ იგი არა მხოლოდ მოწყალება არ არის, არამედ - საწყენიცაა, რადგან ამით სახალხოდ დასცინი ძმას.
პატივმოყვარეობას ყოველთვის უნდა ერიდო, განსაკუთრებით კი მოწყალების გაღების დროს. ამ ავადმყოფობით მოწყლული მოწყალება მოწყალების საქმე კი აღარ არის, არამედ თავმომწონება და გულქვაობა.