ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
საკუთარი თავისათვის უდიდეს უბედურებად მიიჩნიე, თუ რაიმე სახით შენს ვნებებს დაიკმაყოფილებ. რამეთუ ერთი მათგანის დაკმაყოფილება სხვა მრავალის აღძვრას ნიშნავს.
მრავალნი სცოდავენ იმის შიშით, რომ სამყაროს კანონების მიმართ ზიზღით ამავე სამყაროს ზიზღი არ დაიმსახურონ.
ერთი ცოდვაც კი, რომელიც ღვთის უსასრულო დიდებას შეურაცხყოფდა, მარადიულ სასჯელსა და სიკვდილს იმსახურებს.
რისი ჩადენაც ადამიანთა წინაშე საშინელია, მის შესახებ გულში გაფიქრებაც კი საშინელია ღვთის წინაშე.
რისი გაკეთებისაც ადამიანთა თანდასწრებით გრცხვენია, მასზე ფიქრიც კი უწესობად ჩათვალე.
უმჯობესია, სხეულის ათასი მორთულობა დაკარგო, ვიდრე ყოვლისმხილველის წინაშე სულისა და სინდისის თუნდაც უმცირესი ლაქით წარსდგე.