ცხოვრებისეული უსიამოვნებები უნდა გამოვიყენოთ, ვნახოთ, რომელმა გაუფრთხილებელმა ნაბიჯმა მიგვიყვანა აქამდე და მომავლისათვის საკუთარ თავს სიფრთხილის კანონი დავუწესოთ.
ვინც რას დასთესს, - იმასვე მოიმკის. ასევე, როდესაც ნებაყოფლობით ვთესავთ, ჩვენი ნების წინააღმდეგ მოვიმკით ბოროტებას, ამაში ღვთის სამართალი უნდა დავინახოთ.
ცოდვის ტყვე მაღალი და ციცაბო მთიდან ჩამომავალ ადამიანს ჰგავს: თავდაპირველად ჰორიზონტი ფართოა, თვალწინ მრავალი ხედი წარმოდგება, მაგრამ რაც უფრო შორს და ქვემოთ ჩადიხარ, ჰორიზონტი ვიწროვდება, ხედები და კვალი მცირდება და ბოლოს რჩება ე...
იხილეთ სრულად
ცოდვის ტყვე მაღალი და ციცაბო მთიდან ჩამომავალ ადამიანს ჰგავს: თავდაპირველად ჰორიზონტი ფართოა, თვალწინ მრავალი ხედი წარმოდგება, მაგრამ რაც უფრო შორს და ქვემოთ ჩადიხარ, ჰორიზონტი ვიწროვდება, ხედები და კვალი მცირდება და ბოლოს რჩება ერთი გზა, რომელსაც მივყავართ, ან უკეთ რომ ვთქვათ, გვჩეხს უფსკრულში.