სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
მადლი რომ მოგვცეს, ღმერთი ამის წილ ჯანმრთელობას არ გვთხოვს, რადგან ის არ არის ადამიანი თავისი მოთხოვნილებებით, არამედ ღმერთია მოთხოვნილებების გარეშე. სნეულებებსაც ღმერთი უშვებს ჩვენზე და თუ სული მათი საშუალებით განიკურნება, მიზანიც მიღწეულია. ღმერთს ჩვენი სხეულის სიჯანსაღე კი არ სჭირდება, არამედ სიყვარული და სიმდაბლე, ისიც ჩვენი სარგებლისთვის.
ეს ყველაფერი სულისგან ღვთის სიყვარულს განაშორებს!
განსაცდელებს უშვებს ღმერთი მათზე, ვისაც ის უყვარს!
ღმერთი, ბრძოლა რომ ასწავლოს, განსაცდელებს უშვებს მათზე, ვისაც ის უყვარს. როცა ღვთის მადლი განგვეშორება, მაშინ განსაცდელთა ღრუბელი წამოიშლება და ადამიანი იქამდე მიდის, რომ ამბობს: „ღმერთმა მიმატოვა!“ ათასობით გულისსიტყვა, სულის ხუთვა, ყველგან წყვდიადი და დაცემაა!
ყოველივე ამას წმინდა სიბრძნე, ღმერთი განაგებს და ვსწავლობთ, რომ მხოლოდ მას ძალუძს ჩვენი ხსნა, ღვთის გარეშე კი ყველა ჩვენი საქმე თივა და ნაგევია;
ნურაფერს დაინანებთ, რადგან ღვთის სიყვარულის წინაშე ყველაფერი ნაგევია. ეშმაკები შფოთავენ, როცა ხედავენ, რომ საბრძოლველად ემზადებით, ანგელოზები კი ცდილობენ, ყველა ის სირთულე აგაცილონ თავიდან, რაც გამარჯვებაში შეგიშლით ხელს. მაშ, ღვთის ანგელოზების მოკავშირენი გავხდეთ და დავამოწმოთ, რომ „იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე" (ებრ. 13, 8).
ვისაც ღმერთი უყვარს, ყველაფერს მსხვერპლად გაიღებს...