აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები
ერთმა ძმამ ბერს კითხა: "როგორ მოვიქცე მამაო? სამარცხვინო ზრახვები მანადგურებენ". ბერმა მიუგო: - "როდესაც დედას სურს, რომ ბავშვი ძუძუს მოსწყვიტოს, მწარე ზღვის ხახვს ისვამს. ბავშვი, ჩვეულებისამებრ, მივარდება ძუძუს, მაგრამ სიმწრის გა... იხილეთ სრულად
თუ შენს აზრებში ლამაზი სახე წარმოგიდგება, წარმოიდგინე იგივე ადამიანი უსახური ცხედრის სახით და ვნებიანი სურვილი შენს სულს აღარ დაამძიმებს.
ნეტარია, ვინც ვნებებზე გაიმარჯვებს და არც აზრით და არც გრძნობით არ ცდუნდება ხორცით, რომელიც სულ მალე ხრწნას მიეცემა!
გარადჩენის იმედი არ არსებობს მათთვის, ვინც სიძვის აზრებს ეთანხმება და ტკბობას განიცდის მათით; და პირიქით, ის, ვინც არ ეთანხმება მათ და წინააღმდეგობას უწევს მთელი ძალისხმევით, ლოცულობს მათ წინააღმდეგ - გვირგვინს მიიღებს უფლისგან.
უფალი დაივანებს შენში და თავისი წმიდა მადლით იმოქმედებს შენზე მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულად განიწმინდები ხორციელი ზრახვებისგან.
ბუნებაზე დამკვირვებელთა აზრით, მტრედები განეშორებიან უწმინდურ ადგილს, ფუტკრებიც ვერ ჩერდებიან კვამლთან; ასევე ღვთის მადლი განეშორება იმ გულს, რომელშიც უწმინდური ზრახვებია და ასე ვთქვათ, ცუდი აზრები ბოლავს.
თუ გრცხვენია, რომ ჩვენი მსგავსი ადამიანები ჩვენი საქმეების გაშიშვლებულ უწმინდურებას ხედავენ, გავიხსენოთ, რომ ყოვლადწმიდა უფალი და მისი წმიდანები ხედავენ ჩვენში ვნებიანი ზრახვებისა და ხორციელი სურვილების ფარულ უწმინდურებას.
გონება და გული სულიერ სფეროს მიეკუთვნება. ამიტომ გულისა და გონების მიერ გარედან მიღებული აზრებისა და შეგრძნებების აღქმას სულიერი ხედვა ეწოდება. მაგრამ ჩვენი სულიერი თვალიც ბრმა არის. ეს სიბრმავე არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გ... იხილეთ სრულად