ვერცხლისმოყვარება, მომხვეჭელობა, სიხარბე - ციტატები, გამონათქვამები
ვერცხლისმოყვარება, მომხვეჭელობა, სიხარბე - ციტატები, გამონათქვამები ვერცხლისმოყვარება, მომხვეჭელობა, სიხარბე
ივლტოდე ვეცხლის მოყვარებისაგან, რომელ არს ძირი ყოვლისა უკეთურებისაი და მცირე ყვენ მონაგებნი შენნი, რამეთუ ესე არს სისრულე სათნოებათაი. უკუეუ გნებავს სიმდიდრე, იღუაწე, რაითა განჰმდიდრდე კეთილთაგან საქმეთა, რამეთუ სიმდიდრე სოფლისა ა... იხილეთ სრულად
კიდევ ერთი მიზეზი ამ სოფლის მწუხარებისა და უბედურებისა არის ნამეტანი სიხარბე კაცის გულისა, ვინაითგან იგი არ არის კმაყოფილი მით, რასაც ღმერთი მისცემს მას, არამედ მარადის მწუხარებით ეძიებს სიმდიდრესა. ესრეთი სიხარბე არის მიზეზი დამ... იხილეთ სრულად
ზოგჯერ ფულისმოყვარე ადამიანში თითქოს ყველა სხვა ვნება ცხრება. მაგრამ ეს ხდება არა მათი დაძლევის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს კაცი მათ შორის ყველაზე სასტიკმა ვნებამ შეიპყრო
ფულის სიყვარული საშინელი სენია. ამ ვნებამ ჩაადენინა იუდას ყველაზე გულშესაზარი ცოდვა - მაცხოვრის გაცემა. ფულისმოყვარე ადამიანის ცხოვრება სავსეა მწუხარებით, რამეთუ იგი მრისხანე ბატონის მონაა. ხშირად ხდება - ვერცხლისმოყვარენი უცაბედა... იხილეთ სრულად
ზოგჯერ ადამიანი ფულს აგროვებს თითქოს იმისთვის, რომ სხვებს დაეხმაროს. ეს სიცრუეა. ფულს რომ დააგროვებს ადამიანი, უსულგულო ხდება თავისი ახლობლებისა და მეგობრების მიმართაც კი
იოანე კლემაქსი გვასწავლის, რომ ვერცხლისმოყვარეობა ღმრთის სასოების დაკარგვაა. პავლე მოციქული მას ფარულ კერპთაყვანისმცემლობას უწოდებს. ვერცხლისმოყვარეობის სხვადასხვა სახე არსებობს: სიძუნწე - ადამიანს ისე უჭირს რაიმეს გამეტება, როგორ... იხილეთ სრულად
რასა იქმ შენ მაშინ, ოდეს საუნჯე შენი დაგრჩება აქა და შენ კი გადახვალ იმ სოფელში? რას იქმ შენ, ჰოი კაცო, ვერცხლის ხარბო? შენი სიყვარული და ნუგეში იყო ვერცხლი და სიმდიდრე; საწყალი შენი სული იქ სიმდიდრეს ვეღარ ნახავს.
ვერცხლისმოყვარე სახარების მგმობელი და ნებით განდგომილია. მან სიყვარული ფულზე გაყიდა, ხოლო ვისაც ჰგონია, რომ ორივეს მფლობელია, თავს იტყუებს. ვინც საკუთარ თავს მისტირის, საკუთარ ხორცსაც კი უარყოფს და თუ დასჭირდა, მასაც არ ინდობს. ნუ... იხილეთ სრულად
ბრძენ მასწავლებელთა უმრავლესობა ჩვენს მიერ აღწერილ სიძვის მტანჯველის შემდეგ სწორედ ვერცხლისმოყვარებას, ამ მრავალთავიან ვეშაპს დაგვანახებს, ამიტომ ჩვენც ეს ბრძნული დადგენილება რომ არ შევცვალოთ, მათ უნდა მივდიოთ, ამგვარად თუ გსურსთ ... იხილეთ სრულად
118. დღემუდამ ცრუ წარმოსახვის გზით მივყავართ ჩვენ ეშმაკებს ცოდვისკენ, რადგან სწორედ ვერცხლისმოყვარეობისა და სარგებლის წარმოსახვით წარმართებს მათ უბადრუკი იუდა იქითკენ, რომ გაეცა მას ყოველთა უფალი და ღმერთი, ხოლო ცრუ და უფასური ხორ... იხილეთ სრულად