შენი დრტვინვა დანაშაულებრივია. იგი თავისმოყვარებისა და ლაჩრობის შედეგია. ყველაფერი მოითმინე და ღვთის მადლიერი იყავი. საკუთარი გულგრილობა დაადანაშაულე და არა ღმერთი. იესო ქრისტე ჯვარს ეცვა შენთვის, რადგან უყვარხარ. და თუ უყვარხარ, ...
იხილეთ სრულად
შენი დრტვინვა დანაშაულებრივია. იგი თავისმოყვარებისა და ლაჩრობის შედეგია. ყველაფერი მოითმინე და ღვთის მადლიერი იყავი. საკუთარი გულგრილობა დაადანაშაულე და არა ღმერთი. იესო ქრისტე ჯვარს ეცვა შენთვის, რადგან უყვარხარ. და თუ უყვარხარ, როგორ დაუშვებს, რომ განსაცდელში ჩავარდე? მისგან შენდობა ითხოვე და მოთმინებით აღიჭურვე.
კურთხეულო სულო, ცხონების გზაზე მხდალი ნუ იქნები. ერთმანეთის დახმარებით ერთად გავივლით მას. სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მადლი ღვთისა იყოს ჩვენთან. ის ჩვენს მიშვებულ გულისსიტყვებს მჭიდროდ შემოზღუდავს და მოთმინებით გ...
იხილეთ სრულად
კურთხეულო სულო, ცხონების გზაზე მხდალი ნუ იქნები. ერთმანეთის დახმარებით ერთად გავივლით მას. სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მადლი ღვთისა იყოს ჩვენთან. ის ჩვენს მიშვებულ გულისსიტყვებს მჭიდროდ შემოზღუდავს და მოთმინებით განგვპოხავს, ვიდრე ყოვლისმპყრობელი გვიბრძანებს, რომ სხეული აქ დავტოვოთ, სული კი ზეცად აღვიდეს.
წმინდა მამები გვყავს, რომლებმაც მოღვაწეობის პირველ წლებში სულიერი გულგრილობა, საშინელი იმედგაცრუება და სხვა გამანადგურებელი განსაცდელები გაიარეს. მაგრამ მტკიცედ შეინარჩუნეს მოთმინება, თავს აიძულებდნენ და რამდენიც დაითმინეს, მადლმა...
იხილეთ სრულად
წმინდა მამები გვყავს, რომლებმაც მოღვაწეობის პირველ წლებში სულიერი გულგრილობა, საშინელი იმედგაცრუება და სხვა გამანადგურებელი განსაცდელები გაიარეს. მაგრამ მტკიცედ შეინარჩუნეს მოთმინება, თავს აიძულებდნენ და რამდენიც დაითმინეს, მადლმაც იმდენად მოიხილა ისინი.
შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია. სრულყოფილების მიუხედავად, რაღაც მწიკვლი წმინდანებსაც ჰქონდათ. ამგვარად, მათ განსაცდელები უნდა გაევლოთ, რომ უძლურ ბუნებას სიმდაბლე, ყურადღება და მოთმინება შეეძინა. უმნიშვნელო გულისწყრომა, სიცილი თუ უქმი სი...
იხილეთ სრულად
შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია. სრულყოფილების მიუხედავად, რაღაც მწიკვლი წმინდანებსაც ჰქონდათ. ამგვარად, მათ განსაცდელები უნდა გაევლოთ, რომ უძლურ ბუნებას სიმდაბლე, ყურადღება და მოთმინება შეეძინა. უმნიშვნელო გულისწყრომა, სიცილი თუ უქმი სიტყვა წმინდანს სიწმინდეს ვერ წაართმევს.