წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფელი, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენი ცხოვრება ზღვით მოგზაურს ჰგავს. რომელიც ცურვის დროს გინდ იდგეს, გინდ იჯდეს ან იწვეს - ყოველთვის უახლოვდება ნაპირს და მიდის იქითკენ, საითაც გემი მიისწრაფვის; ასევე ჩვენც: გვძინავს თუ გვღვიძავს, ვწევართ თუ დავდივართ, ყოველ წუთს... იხილეთ სრულად
ძლივს მოასწრებს ადამიანი ერთი ფეხი შემოდგას ამ სამყაროში, რომ მეორე უკვე საფლავში უდგას. დაბადების უძლურებანი თითქოს უკვე დაწყებული სიკვდილის მომასწავებელია, აკვანი კუბოს წინაპირობაა, სახვევები სუდარის პირველი მხარეა.
ახალდაბადებულის პირველი ტირილი მისი სიკვდილის პირველი მაუწყებელი და მის საფლავთან წარმოთქმული პირველი სიტყვაა.
დაბადების დღე გარდაცვალების დღეს ჩამოართმევს ხელს. სიცოცხლე გარდაცვალების დასაწყისია.
ჩვენი მიწიერი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა - განუწყვეტელი და გამუდმებული მიახლოება ღმერთთან
ვინც მიწაზე არ წუხს და არ ოხრავს როგორც მგზავრი, ის ზეციური მოქალაქე ვერ გახდება.
საბრალოა ის ადამიანი, რომელიც იმის ნაცვლად, რომ სახლი თავის სამშობლოში აიშენოს, უცხო ქვეყანაში აშენებს მას და არაფერს იმზადებს მამულისთვის, რომელშიც უნდა იცხოვროს!
ნუ მიეჯაჭვება შენი გული სასტუმროს - მიწიერი მოგზაურობის ჟამს. არცერთი კეთილგონიერი ადამიანი სახლს გზაზე არ ააშენებს.