სინდისი - ციტატები, გამონათქვამები
სინდისი - ციტატები, გამონათქვამები სინდისი, გამონათქვამები, ციტატები
სინდისი საღვთო ნაწერის პირველი მცნებაა, რომელიც შემოქმედმა ღრმად ჩააქსოვა პირველქმნილი ადამიანების გულში, და მას შემდეგ, ყველა, ვინც იბადება, მშობლისგან ითვისებს ამ მცნებას. ვინც თავისი სინდისი ყოველდღიური სწავლებით დახვეწა, თავს ... იხილეთ სრულად
სინდისი მხოლოდ მათ არ განიკითხავს, რომელთაც სათნოების ან ბოროტების მწვერვალს მიაღწიეს.
სინდისი ბუნებრივი წიგნია. ვინც საქმით კითხულობს მას, ის გამოცდილებით შეიცნობს ღვთის მეოხებას.
მეუფემ პირველად შექმნა ადამიანი და დაუდუმებელ მამხილებელად მასში სინდისი ჩანერგა, რომლის მოტყუება ან მოხიბლვა შეუძლებელია.
თუ შენ, კაცო, შესცოდე რაიმე, წადი ჩქარა, დაუყოვნებლივ მოძღვართან, განიწმინდე სინიდისი აღსარებით და ნუ დაელოდები მარხვას, როგორც მას უმეცარი ერისკაცნი სჩადიან. აი, უბრალო მაგალითი: თუ თეთრეული გაგეთხვარა, უცებ გამოიცვლი და გარეცხავ... იხილეთ სრულად
თუ გსურს მუდამ გყავდეს სულის მაცხოვნებელი ხელმძღვანელი, მოუსმინე შენს სინდისს და გადაუდებლად შეასრულე, რასაც იგი ჩაგაგონებს.
თითოეულის საიდუმლო იცის ღმერთმა და სინდისმა. სწორედ აქედან უნდა დაიწყოს საკუთარი თავის გამოსწორება ყველამ.
ვინც არ იკვლევს საკუთარ სინდისს, ის ვერც ღვთისმოსაობის გამო გასწევს ხორციელ შრომას.