უფალმა კიდევ ერთხელ ღირსგვყო შევხვედროდით მაცხოვრის აღდგომის საიდუმლოებით მოცულ საოცარ ზეიმს, სათავეს ჩვენი რწმენისა და სასოებისა, ძალას ჩვენი სიყვარულისა. ამ დღეს განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ჩვენთვის ვნებულ იესოს, ბოროტის მო...
იხილეთ სრულად
უფალმა კიდევ ერთხელ ღირსგვყო შევხვედროდით მაცხოვრის აღდგომის საიდუმლოებით მოცულ საოცარ ზეიმს, სათავეს ჩვენი რწმენისა და სასოებისა, ძალას ჩვენი სიყვარულისა.ამ დღეს განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ჩვენთვის ვნებულ იესოს, ბოროტის მონობისაგან ჩვენს მხსნელს, მარადიული ნეტარი ცხოვრებისა და მადლმოსილების მომნიჭებელს.
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გამოგვიხსნა მარადიული სიკვდილის წყვდიადისაგან. გამოგვისყიდა, განგვამართლა და შეგვირიგდა გოლგოთის სამსხვერპლოზე, მაგრამ როგორც გამოსყიდვა, ისე განმართლებაც და შერიგებაც ჩვენს მონაპოვრად უნდა იქცეს. ეს კი ...
იხილეთ სრულად
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გამოგვიხსნა მარადიული სიკვდილის წყვდიადისაგან. გამოგვისყიდა, განგვამართლა და შეგვირიგდა გოლგოთის სამსხვერპლოზე, მაგრამ როგორც გამოსყიდვა, ისე განმართლებაც და შერიგებაც ჩვენს მონაპოვრად უნდა იქცეს. ეს კი მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენით არის შესაძლებელი. რწმენით, რომელიც ფაქტობრივად როგორც საჩუქარი, ისე მივიღეთ უფლისაგან.