კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები
კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები კეთილი საქმეები, გამონათქვამები, ციტატები
ის, ვინც სასუფევლისკენ მიმავალ გზას ადგას, ამ პრინციპით ცხოვრობს: "ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, აბა, მე დღეს ვის რა ვარგე"? (წმ. ილია მართალი).
ვინც გედავება, მას სიკეთე მიაგე და ამით სძლევ. ურწმუნოება, შეშლილობა და გაბოროტება უმეცრების შედეგია. კეთილი საქმე ყოველივე ამას ლაგამს ამოსდებს.
ძნელია დავა ურწმუნო ადამიანთან, ძნელია ელაპარაკო შეშლილს, დაარწმუნო გაბოროტებული, რადგან ვერაფერს შეასმენ. მის დარწმუნებას უფრო საქმით შეძლებ. ვინც გედავება, მას სიკეთე მიაგე და ამით სძლევ. ურწმუნოება, შეშლილობა და გაბოროტება უმეც... იხილეთ სრულად
უქმად მყოფ ხელებს ეშმაკი საქმეს იოლად გამოუჩენს, გამრჯე ხელებს კი ანგელოზი. ამ მუდმივად მოძრავსა და ცვალებად სამყაროში, სურს ეს თუ არა, ადამიანმა კეთილი ან ბოროტი საქმე უნდა აკეთოს.
ბოროტს უნდა განვეშოროთ, განვაგდოთ მაცდური ზრახვები და მხოლოდ ამის შემდეგ ვისწავლოთ სიკეთის ქმნა.