აღსარება - ციტატები, გამონათქვამები
აღსარება - ციტატები, გამონათქვამები აღსარება, გამონათქვამები, ციტატები
მღვდლის წინაშე თქმული აღსარება აუცილებელი პირობაა სინანულისა, რადგანაც მოძღვარს ღვთისაგან აქვს მინიჭებული უფლება ცოდვათა მიტევებისა.
ცოდვა უცხო, არაბუნებრივი მდგომარეობაა ადამიანისა და მისგან კაცი მხოლოდ სინანულითა და აღსარებით თავისუფლდება.
დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა, იმ განკითხვისა კი არა, რომელსაც საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და "ღრჭენა კბილთა" მოსდევს, არა ბატონებო, ეს იმისთანა განკითხვაა საცა თითონ ბრალეული თავისის-თავის გამ... იხილეთ სრულად
ნუ მოვიყვანთ აღსარებაში შემამსუბუქებელ გარემოებებს, რადგან ჩვენი სინდისისათვის ისინი დამამძიმებელ გარემოებებად იქცევიან.
"განიბანენით", - ეუბნება ღმერთი ცოდვილებს, - "წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქუენთა წინაშე თუალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქუენთა და მოვედით და შევიტყუნეთ (მოდით და ვისაუბროთ)" (ეს. 1, 16-18). რითი მთავრდება ... იხილეთ სრულად
აღსარების საიდუმლოთი აღიხოცება ყოველი ცოდვა, ჩადენილი სიტყვით, საქმით, გულისხმისყოფით. იმისათვის, რომ გულიდან ამოიძირკვოს დიდი ხნის ფესვგადგმული ცოდვილი ჩვევები, დროა საჭირო, საჭიროა მუდმივი სინანული. მუდმივი სინანული კი ნიშნავს გ... იხილეთ სრულად
ვინც ნიადაგ ღალატობს თავის მეგობრებს, იმას მეგობრები მტრებად უხდებიან და შორდებიან, როგორც მოღალატეს, მათი დაღუპვის მოსურნეს. ასევე, ვინც აღიარებს თავის ცოდვებს, იმას ტოვებენ ეშმაკები, რამეთუ დაცემული ბუნების სიამაყეს ეფუძნებიან დ... იხილეთ სრულად
ცოდვების აღიარებით ირღვევა მათთან კავშირი. ცოდვების მოძულება ჭეშმარიტი სინანულის ნიშანია, ღმრთის სათნო ცხოვრების წესის არჩევის ნიშანი. თუ ცოდვების ჩადენას მიეჩვიე, მათ აღიარებასაც მოუხშირე და მალე გათავისუფლდები ცოდვათა ტყვეობისგა... იხილეთ სრულად
როდესაც ადამიანები იერუსალიმიდან და მთელი იუდეიდან მოდიოდნენ იოანესთან, რათა იორდანეში ნათელ-ეღოთ, ისინი თავიანთ ცოდვებსაც აღიარებდნენ მის წინაშე. იოანე კიბისაღმწერელი (თავი მე-4) ამბობს, ეს იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ იოანე ნათლისმ... იხილეთ სრულად
თუკი რაიმეს, ღმერთის მცნებების საწინააღმდეგოს ჩაიდენ - სიტყვით თუ საქმით - მაშინვე აღსარებით უწამლე ცოდვას და გულწრფელი სინანულით დაუბრუნდი უფლის გზას, რომელსაც მისი ნების დარღვევით გადაუხვიე. დიდხანს ნუ დაყოვნდები ამ გზის მიღმა!