მონაზვნობა - ციტატები, გამონათქვამები
მონაზვნობა - ციტატები, გამონათქვამები მონაზვნობა, გამონათქვამები, ციტატები
მონაზონი იგია, რომელიც მხოლოდ საღმრთო საქმეს ხედავს და აღასრულებს ყოველთვის, ყველგან და ყოველგვარ ქმედებაში.
მონაზონი არის მგლოვიარე სული, სიკვდილის გამუდმებული ხსოვნით გამწარებული ძილში და სიფხიზლეში.
მონაზვნობის ხარისხის მიმღებმა უნდა იცოდეს, რომ სადღაც მარტოობაში განსაკუთრებით ესხმის თავს ბოროტი სული, რომელსაც სურს, ცხონების სწორ გზას მოსწყვიტოს იგი.
მონაზვნობა, პირველ რიგში, სულის სიწმინდეა. მორჩილების გარეშე კი მისი მიღწევა შეუძლებელია. ამიტომაც თუ არ არის მორჩილება, იქ არც მონაზვნობაა. არა–მორჩილი – არც მონაზონია, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით. მონაზვნობის გარეშე შეიძლე... იხილეთ სრულად
მონაზვნობა – ეს ლიტურგიკული გარდამოცემის მსგავსი გადმოცემაა, რომლის აღქმა მხოლოდ წიგნების საფუძველზე შეუძლებელია ადამიანისათვის. გონება, სულიერი ცოდნითაც კი არ თვინიერდება. პირიქით, მორჩილების საფუძველს მოკლებული, ამ ცოდნით ამაყობ... იხილეთ სრულად
მონაზვნობა არის უხორცო ძალების წესი და საქმე, რომელიც ნივთიერ და მოკვდავ ხორცში ყოფნისას აღესრულება.