თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
სიმდაბლისა და ნამდვილი სინანულის გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება, თუნდაც სხვა ბევრი სათნოება ჰქონდეს.
ამპარტავნებამ გრგვინვით დასცა ზეციერ ანგელოზთა ძალების მთავარი – ლუციფერი – ბნელ ეშმაკად აქცია და საუკუნოდ წარწყმიდა. მაშინ, როცა იესოს სიმდაბლემ – „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქ... იხილეთ სრულად
როგორც შემოდგომის ფოთლები ცვივა სიოს დაბერვისთანავე, ისე ვეცემით ჩვენც უმნიშვნელო განსაცდელისა და გაჭირვების დროს, როცა ღვთის მადლი ჩვენთან ერთად არ იბრძვის, ჩვენი მოკავშირე არ არის. და როდის არის ღვთის მადლი ჩვენი მოკავშირე? მხოლ... იხილეთ სრულად
გწამდეს შენი მოძღვრის, მის სიტყვას დაემორჩილე, სიყვარული გქონდეს და გულწრფელად აღიარე ყოველი გულისსიტყვა, რადგან თავმდაბალ სულს სუფთა აღსარება ახასიათებს.
ყველა ძმას დაემორჩილე. ყველაზე უკანასკნელად, უვარგისად მიიჩნიე თავი, თუ გსურს ვნებებისა და უძლურებებისგან გათავისუფლება.