იჩქარეთ, გულის სიღრმიდან ამოძირკვოთ ოდნავ ამოსული სარეველა, რათა ისინი არ გაიზარდონ და არ მოაშთონ ხორბალი. იჩქარეთ, მოსპოთ გველის კვერცხი, ვიდრე დაიბადებოდეს შხამიანი და მომაკვდინებელი გველი. იჩქარეთ, ამოძირკვოთ შინაგანი სამსხვერპ...
იხილეთ სრულად
იჩქარეთ, გულის სიღრმიდან ამოძირკვოთ ოდნავ ამოსული სარეველა, რათა ისინი არ გაიზარდონ და არ მოაშთონ ხორბალი. იჩქარეთ, მოსპოთ გველის კვერცხი, ვიდრე დაიბადებოდეს შხამიანი და მომაკვდინებელი გველი. იჩქარეთ, ამოძირკვოთ შინაგანი სამსხვერპლოდან ვნებიანი აზრისა და ხორციელი სურვილის კერპი, ვიდრე იგი მომაკვდინებელ მსხვერპლს მოითხოვდეს.
დროულად დათრგუნე შენში დაწყებული ყოველგვარი ვნება და ნუ მისცემ გაძლიერების საშუალებას; როდესაც ეკალი პატარაა, მისი ამოგლეჯა ადვილია, ხოლო როდესაც გაიზრდება და ფესვებს ღრმად გაიდგამს, მაშინ ძნელი ხდება მასთან გამკლავება.
ხორცი ყოველგვარი ვნების თავშესაფარია; როგორც კასიანე გვასწავლის და როგორც შეიძლება ამის შემოწმება გამოცდილების მიხედვით: ამიტომაც მისი შევიწროება ვნებების დაძლევას ნიშნავს.
ძმამ ჰკითხა ამბა სისოს: რატომ არ განმეშორებიან ვნებები? ბერმა მიუგო: "იმიტომ, რომ მათი წინდი შემთანაა; დააბრუნე ისინი და ვნებებიც განგეშორებიან" (ვნებების წინდი არის მათი გამომწვევი მიზეზი. მრუშობის ვნების გამომწვევი მიზეზი არის ხ...
იხილეთ სრულად
ძმამ ჰკითხა ამბა სისოს: რატომ არ განმეშორებიან ვნებები? ბერმა მიუგო: "იმიტომ, რომ მათი წინდი შემთანაა; დააბრუნე ისინი და ვნებებიც განგეშორებიან" (ვნებების წინდი არის მათი გამომწვევი მიზეზი. მრუშობის ვნების გამომწვევი მიზეზი არის ხორცის ფუფუნება, მოყვასის განკითხვა; ვინც ხორცის ფუფუნებასა და მოყვასის განკითხვას შეწყვეტს, იგი მოიპოვებს ძალას - დათრგუნოს მრუშობის ვნებაც).
ვნებათა დამღუპველი შედეგებისაგან ისე არაფერი გვიცავს, როგორც მტკიცე გადაწყვეტილება იმისა, რომ განვიშორებთ ცოდვისაკენ წამქეზებელს, თუნდაც იგი ჩვენი გულისთვის ახლობელი და საყვარელი იყოს.