სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
თქვენი მტერი მიტევების ღირსი არ არის! მაგრამ განა იესო ქრისტე არ არის იმის ღირსი, რომ მისადმი სიყვარულის გამო შეუნდოთ მოყვასს, რომელმაც გული გატკინათ?
ჭეშმარიტი (ქრისტიანული) მოთმინება ისაა, რომ არა მხოლოდ შური არ იძიო, არამედ არც გსურდეს შურისძიება, თუნდაც გული ამისაკენ გაქეზებდეს.
შეადარე შენი მდგომარეობა იმისას, ვინც გაწყენინა და მოთმინებით გადაიტან მას, არც იფიქრებ და არც იძიებ შურს მასზე, რადგან უპირატესობა შენს მხარეზეა.
ვინც უსამართლობას დაითმენს, მისი მწუხარება სჯობს იმის სიხარულს, ვინც არასწორად მოქმედებს
უმჯობესია ბოროტება დაითმინო, ვიდრე ბოროტების მიზეზი იყო; უმჯობესია იყო მსხვერპლი, ვიდრე - ბოროტმოქმედი.
დაფიქრდი, რა სჯობია, იყო ის, ვინც აწყენინა, თუ ვისაც აწყენინეს? უეჭველი უმჯობესია უდანაშაულო იყო, ვიდრე - დამნაშავე.
მზად იყავი უფრო მეტი დაითმინო, ვიდრე სურს მას, ვინც გაწყენინა
ნუ იტყვი: "შურს ვიძიებ მტერზე!" ზეცაში მართლმსაჯული გვყავს
ნუ დაიმახსოვრებ ავს, თუ არ გინდა, რომ საკუთარ თავს ავნო
ვინც თვითონ იძიებს შურს, იგი თითქოს ღმერთს მართლმსაჯულების ნაკლებობაში ადანაშაულებს.