წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ვინც განუზრახველად და სიჩქარით იტყვის აღსარებასა, იგი ვერ მიიღებს მისგან დიდსა სულიერსა სარგებლობასა. აღსარებასა, ძმანო, დიდი მომზადება უნდა. ჩვენ ყოველნი ისრე ვფიქრობთ და ის ჩვეულება გვაქვს, რომელ აღსარების მქონებელმან მხოლოდ უნდა დაიმახსოვროს, რაც ცოდვა უქმნია, მერმეთ მივიდეს და უთხრას მღვდელსა და მიიღოს მისგან შენდობა, ეს საკმაო არა არის, ძმანო ჩემნო! აქ უმთავრესი საქმე ის არის, რომ შენ ეცადო და შეიტყო შინაგანი შენი მდგომარეობა; არა თუ მხოლოდ მოიგონო, რა ცოდვა გიქმნია, არამედ ისიც შეიტყო, თუ რა იყო მიზეზი შენის ცოდვისა, რომლისა წყაროისაგან გამოვიდა ცოდვა შენი. ვინც განუზრახველად და სიჩქარით იტყვის

საიდუმლითა ნათლისღებისათა კაცი იშვების სულიერად, განიწმიდების და შეერთდების ღმერთთან. უკეთუ შეეძლოს კაცსა დამარხვა სიწმიდისა და მადლისა, რომელსა იგი მიიღებს ანთლისღებასა შინა, აღარ იქმნებოდა მისთვის საჭირო მონანიება და აღსარება; გარნა სამწუხაროდ, ვერც ერთი კაცი, მცხოვრები ამ სოფლად, ვერ დაიცავს უმანკოებასა ნათლისღებისასა. ჩვენ ყოველნი ვსცოდავთ მარადის, ძმანო, და ერთი მხოლოდ გვაქვს ღონისძიება, ესე იგი მონანება, რომლითა შეგვიძლიან კვალად აღვადგინოთ უბიწოება ჩვენი და შეურიგდეთ მამასა ჩვენსა ზიციერსა. ამისთვის წმიდა მამანი მონანებასა უწოდებენ მეორე ნათლისღებად. უკეთუ ღმერთს არ მოენიჭებინა ეს დიდი მოწყალება ჩვენთვის, ვგონებ, რომელ ვერცა ერთი კაცი ვერ სცხონდებოდა სულითა თვისითა. საიდუმლითა ნათლისღებისათა კაცი იშვების

საიდუმლოითა ნათლისღებისათა კაცი იშვების სულიერად, განიწმიდების და შეერთდების ღმერთთან. საიდუმლოითა ნათლისღებისათა კაცი იშვების

მონანება და აღსარება არს ერთი შვიდთა საიდუმლოთაგანი. საიდუმლონი, ვითარცა უწყით თქვენცა, დააწესა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან მისთვის, რათა მათითა საშუალებითა მიიღოს მორწმუნემან უხილავი მადლი სულისა წმიდისა განსამტკიცებლად და საცხოვნებლად სულისა მისისა. აღარებასა შინა კაცი მონანული, განიხილავს რა თავსა თვისსა და მოიგონებს რა ყოველთა თვისთა ცოდვათა, მივალს მოძღვართან და გულ-წრფელად შეატყობინებს მას სულიერსა თვისსა მდგომარეობასა და მიიღებს მისგან შენდობასა ცოდვათა თვისთასა სახელითა და ძალითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა. მაცხოვარმან, აღდგომილმან მკვდრეთით, მისცა მოწაფეთა თვისთა უფლება შეკვრისა და განხსნისა კაცთა ქვეყანასა ზედა, მეტყველმან: მიიღეთ სული წმიდა, უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ შეპყრობილ-იყვნენ და უკეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი მიეტევნეს მათ. რომელნი შეჰკრათ ქვეყანასა ზედა იყოს კრულ ცათა შინა; ხოლო რომელნი განხსნათ ქვეყანასა ზედა, იყავნ ხსნილ ცათა შინა. მოციქულთა ესე უფლება გარდასცეს თვისთა მოადგილეთა და ესრეთ ვიდრე აქამომდე მოძღვარნი თქვენნი იხმარებენ უფლებასა ამას თქვენდა საცხოვნებლად. მონანება და აღსარება არს ერთი შვიდთა

აჰა, ვითარსა საღმრთოსა ტაბლასა დაგიგებს შენ წმიდა ეკლესია დღეთა ამათ შინა (იგულისხმება დიდი მარხვა). აჰა, რაოდენნი და ვითარნი მქადაგებელნი წარმოგიდგებიან შენ. განიღვიძე უკვე! ვიდრემდის უნდა გეძინოს შენ, ვიდრემდის უნდა გამოსცადო სულგრძელება და მოთმინება მამისა შენისა ზეციერისა. საკმაო არს ესოდენი ძილი, უკეთუ არა, იგი გადიქცევა სიკვდილად. "განიბანენით, წმიდა იქმენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა, ისწავეთ კეთილისა ქმნა, გამოიძიეთ მსჯავრი" - ესრეთ გვეტყვის თვით ღმერთი პირითა ისაია წინასწარმეტყველისათა. სულო ჩემო! სულო ჩემო! აღსდეგ, რასა გძინავს, აღსასრული მოახლებულ არს! ესრეთ ხმოდე ნეტარის ანდრიასა თანა შენცა, ჰოი, კაცნო. ამინ. აჰა, ვითარსა საღმრთოსა ტაბლასა დაგიგებს შენ

დრო არს, ძმაო, გაიღვიძო ძილისაგან შენისა; ისარგებლე საღმრთოითა ამით ჟამითა (დიდმარხვა), თუ ახლაც უდებ იქმენ, თუ ახლაც უსარგებლოთ დარჩა შენთვის ესოდენი შეგონება, სწავლა, ქადაგება, რაღა მოგაქცევს შენ და ვინღა შეგაგონებს, ვერაოდეს ვერსად ვერ გაიგონებ შენ ესრეთ ტკბილსა და ლმობიერსა სიტყვათა, როგორითაც გეტყვის შენ წმიდა ანდრია კრიტელი (იგულისხმება დიდმარხვის დროს საკითხავი წმ. ანდრია კრიტელის კანონი). არ შეიძლება უჯობესად შეგონება კაცისა! სწორედ სულმან წმიდამან გაანათლა ანდრია საღმრთო, თორემ კაცის ენა ვერ წარმოსთქვამდა ესოდენსა მადლსა. რაოდენსა საღმრთოსა სახესა წინა დაგიდებს იგი! რაოდენსა მაგალითსა მოგიყვანს! რაოდნსა საკვირველსა ჰაზრსა შეგაგონებს! ქვეყნის დასაბამიდან ვიდრე უკანასკნელ დღეთადმე რაიცა რამ იყო წმიდა მაგალითი, ყოველსა აღწერს იგი შენთვის! ამის მეტი სხვა არაფერი განსხვავება რომ არ იყოს დიდმარხვის ლოცვებში, მარტო ეს იქმნებოდა საკმაო შენდა განღვიძებად ძილისაგან ცოდვათასა. დრო არს, ძმაო, გაიღვიძო ძილისაგან შენისა;

ღმერთი წარუდგება ისრაილსა და გამოითხოვს მას სამართალში, ცასა და ქვეყანას მოიყვანს მოწმად და იტყვის: "ძენი ვშევ, და აღვამაღლე, და მათ შეურაცხ მყვეს მე, ხარმან იცნა მომგებელი თვისი, და ვირმან ბაგა უფლისა თვისისა და ერმან ჩემმან მე არა მიცნო". მერმე როგორითაც ერთი მამა, გამოყვანილი მოთმინებიდან გაუწყრებოდეს შვილსა და ეტყოდეს, წადი ჩემგან და ნუღარ მეჩვენები. შენ დამავიწყე მე მამობრივი სიყვარული ცუდითა შენითა ქცევითაო; ამ სახით გაურისხდება ღმერთი ისრაილსა, მცოდველსა და ეტყვის, რომელ იგი აღარ შეხედავს მათ, აღარ ისმენს მათსა ლოცვასა; მათი მარხვა, მათი დღესასწაულნი, მსხვერპლნი მოსძულდა მას. "ვაი ნათესავსა ცოდვილსა და ერსა სავსესა ცოდვითა, თესლნი ბოროტნი, ძენი უსჯულონი, დაუტევეთ უფალი, დაივიწყეთ წმიდა ისრაილისა. ეს სიტყვები, ძმაო, შენკენ მოაქციე; ესრე წარმოიდგინე, რომ თვით შენ გეუბნება უფალი. შენც გშვა მან წმიდისა ემბაზისაგან, შენც აღგამაღლა მან და განგანათლა საღმრთოითა სწავლითა და უმეტესად აღგამაღლა ვიდრე ისრაილი. გარნა შენცა, ვითარცა ძველი იგი ისრაილი, ხშირად დაივიწყებ ღმერთსა და უღალატებ მას. ღმერთი წარუდგება ისრაილსა და გამოითხოვს მას

დრო არს, ძმაო, გაიღვიძო, მოგეახლა ცხოვნება. თუ ახლაც არ მოინანიე ცოდვანი შენნი, თუ ახლაც არ გაიღვიძე, მაშასადამე, არ ყოფილა შენთვის განღვიძება. რა სახით არ შეგაგონებს შენ წმიდა ეკლესია; რომლის კერძოით არ მოგეახლება იგი! თუ შიშით, თუ სიყვარულით, თუ შერცხვენით, თუ ლმობიერებით, თუ მრისხანებით, ყოველ საშუალებას იხმარს, ყოველ ხერხს გამოსცდის. დრო არს, ძმაო, გაიღვიძო, მოგეახლა ცხოვნება.

წმიდამან ეკლესიამან ისე კეთილად და ბრძნად დააწესა წმიდასა დიდსა მარხვასა შინა კითხვა, ლოცვა, გალობა და ყოველივე დაწყობილება საღმრთოსა მსახურებისა, რომელ შესაძლებელი არ არის არ გაიღვიძოს და არ შეინანოს კაცმა ცოდვილმა, უკეთუ იგი სრულიად არ არის მკვდარი. რაც რომ კი არის მაღალი, კაცის გულის შემმუსვრელი და გრძნობად მომყვანებელი, ვითარცა საღმრთოსა წერილსა შინა, ეგრეთვე თხზულებათა შინა წმიდათა მამათასა, ესე ყოველივე განგებ შეკრიბა წმიდამან ეკლესიამან დღეთა ამათ შინა შენდა აღსაშენებლად და მოსაქცევლად, ძმაო ჩემო. ყოველსა მისსა საუნჯესა, ძველსა და ახალსა, ახლა გამოიტანს წმიდა ეკლესია და გაგიფენს შენ. ახლა განამრავლებს იგი უმეტესად კითხვასა საღმრთოთა ფსალმუნთა; ახლა აღმოკრეფავს წინასწარმეტყველთაგან უმჯობესთა კეთილ-სულოვანთა ყვავილთა; ახლა გიქადაგებს იგი ბაგითა სოლომონ ბრძენისა და ისუ ზირაქესათა და ყოველთა წინასწარმეტყველთასა; ერთი სიტყვით, რაც კი აქვს წმიდასა ეკლესიასა უმჯობესი, ყოველი დაიმარხა აწინდელთა დღეთათვის. დაუგდე ყური საღმრთოთა ამათ სიტყვათა. გააღე კარი გულისა შენისა და მიუშვი მადლი საღმრთოისა ქადაგებისა; აწვე არს ჟამი განღვიძებად ძილისაგან აწ უმახლობელეს არს ჩვენდა ცხოვნება. წმიდამან ეკლესიამან ისე კეთილად და ბრძნად

ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, თუ ოდესმე შესაძლებელი არის განღვიძება ცოდვილისა ძილისაგან ცოდვათასა, ეს ახლა, დღეთა ამათ შინა მარხვისათა; თუ ოდესმე შეიძლება სთქვას კაცმა, ახლა არის ჟამი განღვიძებად და ახლა არის უმახლობელეს ჩვენდა ცხოვნება, ეს იქნება აწ, განმვალობასა შინა დიდისა მარხვისასა. ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, თუ ოდესმე

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1