ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
რისი ჩადენაც ადამიანთა წინაშე საშინელია, მის შესახებ გულში გაფიქრებაც კი საშინელია ღვთის წინაშე.
"ამაო სიტყვებიც და აზრებიც კი აკრძალულია!.. - ეს უკვე ძალიან მძიმეა". - ამბობენ ქარაფშუტები; "ზედმეტად მკაცრია!" - ფიქრობენ უგუნურნი; ზოგნი ამბობენ: "ამაო სიტყვები საზიანო არ არის და მით უმეტეს - ამაო აზრები". დიახ, პატარა მწერები... იხილეთ სრულად
ჩვენი წინაპრების მიერ ედემში შეჭმული ვაშლი დიდი არ არის, მაგრამ თვითონაც იცი, როგორი შედეგი მოჰყვა მას.
როდესაც კასრში თუნდაც სულ პატარა ხვრელია, რვინო იღვრება მანამდე, ვიდრე პატრონი ამის შესახებ შეიტყობდეს, - თუ იგი გაუფრთხილებელი; ასევე, ერთი შეხედვით მცირე გაუფრთხილებლობა ღუპავს დაუფიქრებელი ადამიანის ცხოვრების ნაყოფს.
ნუ იტყვი, რომ ესა თუ ის რაღაც უმნიშვნელო წვრილმანია; წვრილმანები ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანია. ნემსით მიყენებული ჭრილობა ზოგჯერ უფრო მეტად ჭრის, ვიდრე - ავადმყოფობა, რომელიც მთელ სხეულს მოიცავს. ზოგჯერ ნაპერწკლისაგან ცეცხლი ჩნდ... იხილეთ სრულად