შრომა - ციტატები, გამონათქვამები
შრომა - ციტატები, გამონათქვამები შრომა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ბუნებრივია, ყველას სამოთხეში დამკვიდრება სურს, მაგრამ ეს უშრომლად არ მიიღწევა; მთავარია, ჩვენი ცხოვრების მიზნად სხვისთვის მსახურება დავისახოთ, რომ ქრისტეს მიმბაძველნი გავხდეთ.
შრომისა და ღვაწლის გარეშე ვერც უფლის მიერ ბოძებულ მიწაზე დაემკვიდრა ძველი აღთქმის ისრაელი და ვერც სასუფეველს მოიპოვებს ახალი აღთქმის ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი.
ადამიანი მოვალეა გაუფრთხილდეს და ყოველდღიური საქმიანობისას დალოცოს მიწაც, მოსავალიც, პირუტყვიც... ეკლესიაში კი ამისთვის სპეციალური ლოცვებია დადგენილი. ასე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და ამიტომაც ბუნებასთან ერთობაში იყვნენ. თ... იხილეთ სრულად
მშობლები, რომლებიც ფიზიკური შრომისათვის ვერ იმეტებენ პატარებს, სინამდვილეში დიდ ბოროტებას სჩადიან, რადგან შვილებს, როგორც ოჯახისთვის, ისე, საერთოდ, ცხოვრებისათვის მოუმზადებელს ზრდიან.
ადამიანში, რომელიც არ შრომობს, ხდება ენერგიის ლპობა და გახრწნა, რაც შემდეგ იწვევს საერთო გულგრილობას, ნიჰილიზმს, სასოწარკვეთილებას, ეს კი საბოლოო ჯამში ფიზიკურ ან სულიერ დაავადებებში გამოვლინდება.
ბევრმა არ იცის, რაოდენ სასიამოვნოა შრომით დაღლა, თუ მისი ნაყოფი სიკეთის მომტანია და სიხარულს ანიჭებს სხვებს.
გახსოვდეთ, ლოცვისა და დაუღალავი შრომის გარეშე ღვთის სათნოს ვერაფერს გავაკეთებთ: ვერც მიწის ნაყოფს მოვიპოვებთ, ვერც ნამდვილ, სრულ ცოდნას შევიძენთ, ვერც სულიერ ცხოვრებაში მივაღწევთ რამეს.
ექვსი დღე იშრომე და ოფლით შენით ჭამე პური შენი არსობისა, - გვიბრძანებს უფალი. ეს დასჯა კი არა, კურთხევაა ღვთისა.