ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ეშმაკი ხელს გვიშლის ლოცვის წარმოთქმაში იმიტომ, რომ უფრო ადვილად შეძლოს ჩვენი დატყვევება. მას მოაქვს უდებება, ამაო საზრუნავი, ათასგვარ დაბრკოლებას გვიქმნის ერთადერთი მიზნით – წინ აღუდგეს ლოცვას.
რა გვეთქმის, როცა ვზარმაცობთ და ისე უნიათოდ ვლოცულობთ, რომ ეს უსუსური ლოცვა ცოდვისა და ვნებების სნეულებას ჩვენი გასრესისა და დასნებოვნების უფლებას აძლევს?
ჩვენ, მონაზვნებმა, ლოცვაში უდებება არ უნდა გამოვიჩინოთ. ერში ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ქალები, გულმოდგინედ არიან დაკავებულნი ლოცვის ღვაწლით; მიუხედავად იმისა, რომ ჰყავთ შვილები, აქვთ საზრუნავი, სამსახური და კიდევ უამრავი სხვად... იხილეთ სრულად
თუ ლოცვას წერაქვს, ცულს, კომპასს, სინათლეს ან ამგვარ სხვა ათას სახელს უწოდებ – არ შეცდები.
თუ ლოცვას ნავსადგურს უწოდებ, არ შეცდები, რადგან ზღვის ტალღებისგან აქეთ-იქით ნახეთქები გემი ნავსაყუდელში სიმშვიდეს, ხსნასა და უსაფრთხოებას პოულობს.
ლოცვა ეშმაკების, ვნებების, ცოდვის და ცხონების გზაზე ყველა დაბრკოლების წინააღმდეგ მიმართული იხილეთ სრულად