მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
უფრო მეტად შეიყვარე ღმერთი, რომელმაც შენი სნეულებების წამალი – მოთმინება, სიმდაბლე, მხნეობა გამოგიგზავნა და ეცადე მიიღო იგი.
იცოდე, რომ თუ ამ ბრძოლაში მოთმინებას გამოიჩენ და ღვთისა და ძმების წინაშე დამდაბლდები, ღმერთი დიდ მადლსა და ნათელს მოგცემს, სულის თვალი აგეხილება და დაინახავ, როგორ სიბნელეში იყავი.
თუ ღვთის სიტყვის დასაცავად ვიბრძვით და თანაც მონდომებით, სულსაც გადავირჩენთ და ღირსნიც გავხდებით, ვიქცეთ ორღანად, რითაც ღმერთი იდიდება: „მე მადიდებელნი ჩემნი ვადიდო (1 მეფ. 2, 30). ამიტომ, შვილო, იბრძოლე სიყვარულით, მოთმინებით,... იხილეთ სრულად
ამაზე ვიფიქროთ და ვნახოთ, გვაქვს თუ არა მოთმინება და სიმამაცე ეშმაკთან ბრძოლისთვის, წმინდა სიყვარული, განკითხვისა და ძვირისზრახვისგან თავისუფალი ენა.
უფლის სიყვარულით გაერთიანებულნი – ყველა, როგორც ერთი – უმშვენიერეს სიძეს, ქრისტეს ერთგულად შევუდგეთ. ყოველმა ჩვენგანმა თავისი ჯვარი მოთმინებით იტვირთოს, ვიდრე იესო სიხარულის ანგელოზს მოგვივლენს, რომელიც თითოეულ სულს უმშვენიერეს სა... იხილეთ სრულად