სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული მოყვასისადმი, გამონათქვამები
ჩვენი უფლისგან, იესოსგან უმნიშვნელოვანესი მცნება გვაქვს მოცემული – გვიყვარდეს ერთმანეთი. ეშმაკმა კი თავის მორჩილებს ურთიერთსიძულვილის მცნება მისცა. შესაბამისად, ვის მცნებასაც დავიცავთ, მისი მოწაფეები და მორჩილები ვიქნებით.
გისურვებთ, უფალმა მოგანიჭოთ წმინდა სიყვარული, რომელიც მისი მფლობელის პირს ზღუდეს უდებს; იცავს განკითხვის, ძვირისზრახვის, ცილისწამების, სიცრუის, თვალთმაქცობისა და იმ უთვალავ ბოროტებათა უფსკრულში ჩავარდნისგან, რომელსაც ჭეშმარიტი უფლ... იხილეთ სრულად
ჩემო საყვარელო შვილებო, გისურვებთ სიყვარულის ღმერთმა გაგაძლიეროთ ურთიერთსიყვარულში და მოგცეთ ის უზაკველი სიყვარული, რომელიც საცდურს კი არ წარმოქმნის, არამედ, პირიქით, თავისი სიბრძნით განაქარვებს მას.
ქრისტესმიერი კრებული ქრისტიანული სულით, სულიერი ბრწყინვალებით და შეურყეველი საძირკვლით
ვისაც ნამდვილი სიყვარული აქვს, ძმის მიმართ შეცოდებით არასოდეს ეცემა.
როდესაც ძმათა კრებულს სიყვარული მართავს, მაშინ ქრისტე ყველაფერს უხილავად აკურთხებს: სიხარული, მშვიდობა და ძმებისთვის თავდადება ცეცხლივით ანთია თითოეული ძმის გულში, მაშინ ლოცვაც უფრო ძლიერი ხდება და რაც უფრო ძლიერდება, მით უფრო მდი... იხილეთ სრულად
შვილებო, „მოიღუაწე[თ] ღუაწლი იგი კეთილი“ (1 ტიმ. 6, 12). „ძმათ მოყუარებაი ეგენ“ (ებრ. 13, 1). სიყვარული ყოფილიყოს თქვენს კრებულში ყოველი მოქმედების საფუძველი. განეშოროს ეგოიზმი თქვენს ფიქრებსა და სიტყვებს.