ღვთის შიში - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის შიში - ციტატები, გამონათქვამები ღვთის შიში, გამონათქვამები, ციტატები
იყავნ მარადის შიში ღმრთისა, გონებასა შენსა. ნუ იქმნები შენ მხედარ ჩუკენ, აბჯრის დამაბნეველ. ნუ იქმნები მუშაკ მცონარ და მოწყინე. ნუ ევლტი გვირგვინსა, რამეთუ ღუაწლი მცირედ ჟამ არს, ხოლო მოსაგებელი საუკუნო. აწ უკუე ოდეს იხილო ესევითა... იხილეთ სრულად
სწავლასა ჭეშმარიტსა გვასწავებს ჩვენ დავით წინასწარმეტყველი და იტყვის: "მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი და შიში უფლისაი გასწაო თქუენ" (ფსალმ. 33.12). და რამეთუ დასაბამი სიბრძნისაი არს შიში უფლისაი, ამისთვის ჯერ არს ჩვენდა, რაითა ყოვლ... იხილეთ სრულად
იგავით მეფის ძის ქორწილისათა (მათე 22. 2–14) სახარება გვასწავებს ჩვენ ყოველთა, ძმანო ქრისტიანენო, ვითარითა სიფრთხილითა და შიშითა ქრისტიანენი უნდა ასრულებდნენ ცხოვრებასა თვისთასა, ვინაითგან არცა ერთი მათგანი, რომელნი იყვნენ წოდებულ... იხილეთ სრულად
219. ღვთის შიში და მამხილებლობა მწუხარებას განისაკუთრებს, ხოლო მმარხველობა და მღვიძარება შეჭირვებას თანაშეეტკბობა.
205. ღვთის შიში გვაიძულებს, რომ ვებრძოლოთ უკეთურებას, ხოლო როდესაც ვიბრძვით, ღვთის მადლი აღხოცავს მას.
194. დიახ, როდესაც მავანი ვერ შეძლებს იმას, რომ ქრისტეს მადლით მოიპოვოს ჭეშმარიტების ცოდნა და ღვთის შიში, იგი არა მხოლოდ ვნებებისგან, არამედ შემთხვევებისგანაც საშინელ ჭრილობებს მიიღებს.
184. რჯულში კეთილად განსწავლული მოშიშია რჯულმდებლისა და მისდამი მოშიშებით განიდრიკება იგი ყოველგვარი ბოროტებისგან (იგავ. 15.27).
138. ცუდმედიდობა, ვერცხლისმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ შეუბღალავი დარჩეს კეთილი საქმე, თუკი პირველ რიგში მათ არ დასცემს ღვთის შიში.
24. დავითმა, ნაბალ კარმელიელის მოკვლის მოსურნემ, გაიხსენა საღვთო მისაგებელის შესახებ და, უარყო რა განზრახული, მრავალი სამადლობელი აღავლინა (I მფ. თ. 25). ამასთან, ისიც ვიცით, რაოდენი რამ ჩაიდინა მან, როდესაც დაივიწყა ღმერთი, და არ... იხილეთ სრულად