ღვთის წყალობა, მოწყალება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის წყალობა, მოწყალება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის წყალობა, მოწყალება, გამონათქვამები
როდესაც ღვთისგან წყალობა გვსურს, ჯერ უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ წყალობის ღირსნი ვართ.
შვილო, ხელს ნუ მოჰკიდებ მრავალ საქმეს, რადგან საქმეთა სიმრავლეში უცოდველი ვერ დარჩები და, თუ გამოეკიდები მათ, ვერ დაწევეი და გაქცევითაც ვერ გაექცევი. ზოგი შრომობს, ოფლს ღვრის და ჩქარობს, მაგრამ მაინც გაჭირვებაშია. ზოგი... იხილეთ სრულად
ლოცვა ოქროს გასაღებივით გვიხსნის ღვთის მოწყალებისა და გულუხვობის ყველა საუნჯეს.
ყოველი სათნოებისათვის საჭიროა შრომა, დრო და ჩვენი მონდომება და რაც მთავარია ღვთის შეწევნა. თუ ღმერთი არ შეგვეშველა, ამაოა ყოველი ჩვენი გარჯა, როგორც მიწის მუშაკისა. ვინაიდან, თუ ღმერთი არ შეეწევა და არ მისცემს წვიმას, ცუდად დაშვრე... იხილეთ სრულად
რამდენად ბევრი და დიდი ცოდვაც არ უნდა ჰქონდეს ვინმეს, უფალს უმეტესი მოწყალება აქვს იმიტომ, რომ როგორც თავადაა უსასრულო, ასეთივეა მისი მოწყალებაც.
მართალია, ღმერთი მოწყალეა ჩვენს მიმართ, მაგრამ იგი მოგვიხმობს და გვეუბნება: "შენც გაიღე რამე".
მრავალი ქრისტიანი ღვთის გულმოწყალებიდან ყველაფერს პირდება, მაგრამ თავისი თავისაგან არაფერს მოითხოვს.
წმიდა ანტონის მოწაფე მამა მაკარი ძმასთან ერთად მიდიოდა, დაინახა ბიჭუნა, რომელიც დედას ეუბნებოდა: "ერთ მდიდარს ვუყვარვარ, მე კი არ ვიცი, რატომ, მძულს იგი; მაგრამ ერთ ღატაკს ვძულვარ, მე კი ის მიყვარს". ეს რომ მოისმინა, მაკარი გაოცდა... იხილეთ სრულად
ნუ მიენდობი შენს ძალებს და ღვთის შეწევნა ყოველთვის შენთან იქნება