წმიდა მოციქულ პავლეს აქვს ასეთი სიტყვები: "... ხოლო სიძვისთვის, კაცად-კაცადსა თავისი ცოლი ესვან, და თვითოეულსა თავისი ქმარი ესვან; ცოლი თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი; ეგრეთცა ქმარიცა თვისთა ხორცთა არა უფალ არს, არამედ ცოლი. ნუ განეშორებით ურთიერთს, გარნა თუ შეთქუმთ რაიმე, ჟამ რავდენმე, რაითა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად და კუალად ურთიერთსავე იყვენით, რაითა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმა უთმინოებითა თქუენითა" (1 კორ. VII, 2-5). ამ წე...
ძმაო! მოგესალმები უფლის მიერ და ვთხოვ მას, რომ სიყვარულში გაგაძლიეროს და მოთმინება მოგანიჭოს. იცოდე, ჭამის დროს ეშმაკისეული ბრძოლა იმიტომ გამძიმებს, რომ უძლურებაში ჩავარდე. ეშმაკი მეც დიდხანას მებრძოდა, ძალიან მამძიმებდა, და ყოველ ღამით ღებინებას აღმიძრავდა; მაგრამ, როდესაც ცოტას ჭამა დავიწყე, მან ბრძოლის ხერხი შეცვალა, და ჭამის დაწყებისთანავე, როგორც კი ნაწილს პირში ჩავიდებდი, ღებინებით მანთხევინებდა უკან. ამის შემდეგ, ორ საჭმელს ვიხარშავდი, რათ...
მარხვასთან დაკავშირებით აი რას გეტყვი: ჩაიხედე გულში, პატივმოყვარეობას ხომ არ გაუძარცვავს ის? თუ არაა გაძარცვული, მაშინ მეორედ ჩაიხედე, ეს მარხვა საქმეების აღსრულებაში ხომ არ გაუძლურებს? რამეთუ ასეთი უძლურება არ უნდა არსებობდეს და თუ ამაშიც არ ზიანდები, მაშინ შენი მარხვა სწორია. ლოცვა კი სინათლეა. ყოველმა ქრისტიანმა, სანამ რაიმეს კეთებას დაიწყებს, უნდა ილოცოს და მით უმეტეს ღვთის მღვდელმა. საერთოდ არ ესათნოვო ადამიანებს და ღვთის მადლს მიიღებ. რამე...
ნეტარმა კი უთხრა: ფრიად მმარხველებს, მაგრამ გამოუსწორებლებს, როგორც მე ვფიქრობ, ჩემო შვილო, ეს საკუთარი ბაგეების გამო ემართებათ. რამეთუ ის, ვინც ყოველთვის არ იცავს თავის ბაგეებს, მთელი წელიც რომ იმარხულოს, არანაირ სარგებელს არ იღებს. ასე რომ, თუ ეშმაკი მრისხანებისთვის გაღიზიანებს, არაფერი არ თქვა და შენ გაიმარჯვებ ვნებაზე. თუ მტერი კვლავ შურისთვის აღგძრავს, ცილს ნუ დასწამებ და შენ დაამარცხებ ბოროტს. რამეთუ შურის ნაყოფი ცილისწამებაა. თუ მაცთუნებელ...