ძველი აღთქმის ხანა მესიის მობრძანებისათვის მოსამზადებელი ჟამი იყო. ძველი აღთქმის ბოლო პერიოდს მოციქული პავლე "დროის სისავსედ", "დროის სისრულედ" სახელდებს. "როდესაც მოიწია დროის სისრულემ, - წერს იგი გალატელთა მიმართ ეპისტოლეში, ...
იხილეთ სრულად
ძველი აღთქმის ხანა მესიის მობრძანებისათვის მოსამზადებელი ჟამი იყო. ძველი აღთქმის ბოლო პერიოდს მოციქული პავლე "დროის სისავსედ", "დროის სისრულედ" სახელდებს."როდესაც მოიწია დროის სისრულემ, - წერს იგი გალატელთა მიმართ ეპისტოლეში, - მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც იშვა დედაკაცისაგან და დაემორჩილა რჯულს, რათა გამოესყიდა რჯულის ქვეშ მყოფნი და ამრიგად მიგვეღო ძეობა" (გალ. 4,4-5).
ახლადშობილი მარადიული ყრმის დაბადებით ღმერთმა კვლავ დაიწყო ცხოვრება კაცთა შორის. ბეთლემში შეერთდა ცა და დედამიწა, მოხდა შერიგება შემოქმედთან და ამის წყალობით ერთი შეხედვით ღვთისგან მიტოვებულ და შერყვნილ ჩვენს ხორციელ სამოსში ნათლი...
იხილეთ სრულად
ახლადშობილი მარადიული ყრმის დაბადებით ღმერთმა კვლავ დაიწყო ცხოვრება კაცთა შორის. ბეთლემში შეერთდა ცა და დედამიწა, მოხდა შერიგება შემოქმედთან და ამის წყალობით ერთი შეხედვით ღვთისგან მიტოვებულ და შერყვნილ ჩვენს ხორციელ სამოსში ნათლისღებით განახლებულმა სიცოცხლემ იფეთქა; ამ სასწაულს მეორედ შობა, ანუ ჩვენს სულში ქრისტეს დაბადება ჰქვია.
შობა ქრისტესი არის უმთავრესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიისა. პატარა ქალაქი ბეთლემი იქცა არა მარტო ქრისტიანთა, არამედ მთელი სამყაროს ცენტრად. აქ საფუძველი ჩაეყარა ახალ ედემს, ზეციურ სამოთხეს დედამიწაზე, რომლის პატრონიც არის არა ადამ...
იხილეთ სრულად
შობა ქრისტესი არის უმთავრესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიისა. პატარა ქალაქი ბეთლემი იქცა არა მარტო ქრისტიანთა, არამედ მთელი სამყაროს ცენტრად. აქ საფუძველი ჩაეყარა ახალ ედემს, ზეციურ სამოთხეს დედამიწაზე, რომლის პატრონიც არის არა ადამი – პიროვნება, არამედ ახალი ადამი – ღმერთკაცი იესო ქრისტე.
აღსრულდა დიადი საიდუმლო – უფალი უფლებათა, მომნიჭებელი მშვიდობისა და სათავე სიმართლისა, მეუფე მეუფეთა "გამოჩნდა ხორცით" (I ტიმ. 3,16). მადლობას ვსწირავთ მას ჩვენი ხსნისათვის გაღებული უდიდესი მსხვერპლისათვის და იმ მზრუნველობისათვის,...
იხილეთ სრულად
აღსრულდა დიადი საიდუმლო – უფალი უფლებათა, მომნიჭებელი მშვიდობისა და სათავე სიმართლისა, მეუფე მეუფეთა "გამოჩნდა ხორცით" (I ტიმ. 3,16). მადლობას ვსწირავთ მას ჩვენი ხსნისათვის გაღებული უდიდესი მსხვერპლისათვის და იმ მზრუნველობისათვის, რასაც იგი საუკუნეთა მანძილზე იჩენდა და იჩენს ჩვენ უღირსთა მიმართ.