49. ყველას, ვისაც შეურაცხმყოფელისა არც შურს, არც ურისხდება, არც ძვირად იხსენიებს, ბოროტებაზე ბოროტებით არ პასუხობს, ჯერ კიდევ არ გააჩნია მისდამი სიყვარული, რამეთუ მას შეუძლია, მცნების თანახმად, სიყვარულის გარეშეც არ მიაგოს ბოროტებ...
იხილეთ სრულად
49. ყველას, ვისაც შეურაცხმყოფელისა არც შურს, არც ურისხდება, არც ძვირად იხსენიებს, ბოროტებაზე ბოროტებით არ პასუხობს, ჯერ კიდევ არ გააჩნია მისდამი სიყვარული, რამეთუ მას შეუძლია, მცნების თანახმად, სიყვარულის გარეშეც არ მიაგოს ბოროტებას ბოროტებით. საკუთარი თავის იძულების გარეშე კი, არც ისე ადვილია, ბოროტებას სიკეთით უპასუხო, იმიტომ რომ კეთილგანწყობით მოძულეთადმი სიკეთის ქმნა მხოლოდ სრულყოფილი სულიერი სიყვარულის მქონეთა თვისებაა.
37. როცა გაიგონებთ წმიდა წერილის სიტყვებს: "რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ" (რომ.2,6.), გახსოვდეთ, რომ ღმერთი სიკეთით მოგაგებთ არა იმისათვის, რაც უკეთური განზრახვით კეთდება, თუმცა, შეიძლება, ის სიკეთედ გეჩვენებოდეთ...
იხილეთ სრულად
37. როცა გაიგონებთ წმიდა წერილის სიტყვებს: "რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ" (რომ.2,6.), გახსოვდეთ, რომ ღმერთი სიკეთით მოგაგებთ არა იმისათვის, რაც უკეთური განზრახვით კეთდება, თუმცა, შეიძლება, ის სიკეთედ გეჩვენებოდეთ, არამედ სწორედ კეთილი განზრახვით ქმნილის გამო. რამეთუ ღვთის მსჯავრი ხედავს არა მხოლოდ იმას, რა კეთდება, არამედ განზრაზვას, რომლითაც კეთდება.
35. ადამიანურ ქმედებათა შორის ბევრი სიკეთეა თავისთავად, მაგრამ რაღაც მიზეზით უკეთურებად იქცევა. მაგალითად, მარხვა და მღვიძარება, ლოცვა და ფსალმუნება, მოწყალება და უცხოთა შევრდომა, თავისთავად კეთილი საქმეებია, მაგრამ როცა ყოველივე ...
იხილეთ სრულად
35. ადამიანურ ქმედებათა შორის ბევრი სიკეთეა თავისთავად, მაგრამ რაღაც მიზეზით უკეთურებად იქცევა. მაგალითად, მარხვა და მღვიძარება, ლოცვა და ფსალმუნება, მოწყალება და უცხოთა შევრდომა, თავისთავად კეთილი საქმეებია, მაგრამ როცა ყოველივე ამას პატივმოყვარეობის გამო აკეთებენ, მაშინ უკვე აღარაა სიკეთე.
34. სათნოებებში ღვაწლისათვის ჯილდოა უბიწოება და ცოდნა. როგორც ესენია ჩვენთვის ცათა სასუფევლის მიზეზი, ასევე ვნებები და უცოდინრობა - ჯოჯოხეთის ტანჯვათა. ამიტომ, ვინც მათ ამქვეყნიური დიდებისათვის ეძიებს და არა იმისათვის, რომ ეს სიკე...
იხილეთ სრულად
34. სათნოებებში ღვაწლისათვის ჯილდოა უბიწოება და ცოდნა. როგორც ესენია ჩვენთვის ცათა სასუფევლის მიზეზი, ასევე ვნებები და უცოდინრობა - ჯოჯოხეთის ტანჯვათა. ამიტომ, ვინც მათ ამქვეყნიური დიდებისათვის ეძიებს და არა იმისათვის, რომ ეს სიკეთეა, წმინდა წერილი ეუბნება: "ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ" (იაკ. 4,3).
32. სიკეთისაკენ სამი საწყისი გვიბიძგებს: ბუნებით მონიჭებული სიკეთე, წმინდა ძალნი და კეთილი ნება. ბუნებით მინიჭებული სიკეთეა, როცა, მაგალითად, ისე ვექცევით ადამიანებს, როგორც გვსურს, ჩვენ გვექცეოდნენ. ანდა როცა ადამიანს სივიწროვესა...
იხილეთ სრულად
32. სიკეთისაკენ სამი საწყისი გვიბიძგებს: ბუნებით მონიჭებული სიკეთე, წმინდა ძალნი და კეთილი ნება. ბუნებით მინიჭებული სიკეთეა, როცა, მაგალითად, ისე ვექცევით ადამიანებს, როგორც გვსურს, ჩვენ გვექცეოდნენ. ანდა როცა ადამიანს სივიწროვესა და უპოვარებაში მყოფს ვხედავთ და ბუნებრივად ვიბრალებთ მას. წმინდა ძალთაგან არის სიკეთე, როცა კეთილი საქმისადმი ჩვენი სწრაფვისას ჩვენს თავში კეთილ შემწეს აღმოვაჩენთ და წარმატებას მივაღწევთ. და ბოლო, კეთილი ნებაა, როცა გან...
17. და კვლავ, ბოროტებაა ხილულ საგნებზე ცოდვილი მსჯელობა, რომელსაც თან ახლავს მათი არასწორი გამოყენება. ამგვარად თუ ვიმსჯელებთ, ქორწინებისდმი მართებული დამოკიდებულება მის მიზნად შვილთა სხმას სახავს. მაგრამ ვინც ამაში მხოლოდ ავხორცუ...
იხილეთ სრულად
17. და კვლავ, ბოროტებაა ხილულ საგნებზე ცოდვილი მსჯელობა, რომელსაც თან ახლავს მათი არასწორი გამოყენება. ამგვარად თუ ვიმსჯელებთ, ქორწინებისდმი მართებული დამოკიდებულება მის მიზნად შვილთა სხმას სახავს. მაგრამ ვინც ამაში მხოლოდ ავხორცულ ტკბობას გულისხმობს, ის განსჯაში ცდება. ბოროტებას სიკეთედ რაცხს და ბოროტად იყენებს მას. ასე უნდა განვიხილოთ სხვა საგანთა გააზრებაცა და მათი გამოყენებაც.
96. ღმერთს ჩვენ ვიცნობთ არა მისი არსებით, არამედ მისი დიადი ქმნილებებითა და მათდამი მისი მზრუნველობით. მათში, როგორც სარკეში, ჩვენ ღვთის უსასრულო სიკეთეს, სიბრძნესა და ძალას ვხედავთ.
92. სათნოებაში წარმატებული და შემეცნებით გამდიდრებული, როგორც საგანთა თავისი ჭეშმარიტი არსით მჭვრეტელი, ყოველთვის ყველაფერს აკეთებს და ამბობს ჯანსაღი გონებით, არამც და არამც არ გადაუხვევს ამ გზიდან. აქედან გამომდინაე, საგნებისადმი...
იხილეთ სრულად
92. სათნოებაში წარმატებული და შემეცნებით გამდიდრებული, როგორც საგანთა თავისი ჭეშმარიტი არსით მჭვრეტელი, ყოველთვის ყველაფერს აკეთებს და ამბობს ჯანსაღი გონებით, არამც და არამც არ გადაუხვევს ამ გზიდან. აქედან გამომდინაე, საგნებისადმი კეთილგონიერი ან უგუნური დამოკიდებულებით, ჩვენ ან კეთილნი ვართ ან უკეთურნი.
62. "ხოლო მე გეტყვი თქვენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან ჰგცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთ კერძოცა. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი. და რომელი წარგიქც...
იხილეთ სრულად
62. "ხოლო მე გეტყვი თქვენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან ჰგცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთ კერძოცა. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი. და რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მიჰვლე მისთანაცა ორიცა" (მათ. 5, 39-41). რატომ? - რათა შენც დაგიცვას უფალმა ურისხველად, უშფოთველად და უწყრომლად და შენი ურისხველობით მასაც სიკეთე ასწავლოს და ორივე გატაროთ თავისი სიყვარულით, რამეთუ ...
42. ღვთის მოყვარული დედამიწაზე ანგელოზივით ცხოვრობს, მარხულობს და ფხიზლობს, გალობს და ლოცულობს და ყველა ადამიანის მიმართ ყოველთვის სიკეთეს განიზრახავს.