განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
როცა სულში მშვიდობა გაქვს, უდებებას ნუ მიეცემი, არამედ ილოცე, საბრძოლველად მოემზადე. თავი გაიმხნევე. განსაცდელების ნუ გეშინია. ცვლილებებს ყველა განიცდის, მაგრამ ბრძოლაში მოთმინება და გულმოდგინებაა საჭირო. მართალი დღეში ათასჯერაც რ... იხილეთ სრულად
როცა ლოცვა წინამძღვრობს ჩვენში არსებულ ზნეობრივ ძალებს, მათი სიძლიერე ყველა განსაცდელს აღემატება და ამარცხებს მათ.
თუ გსურს ღმერთმა შენი შეცდომები დაფაროს, შენც დაფარე შენი ძმის შეცდომა და მოუთმინე მას განსაცდელისა და ტკივილის ჟამს.
ყოველთვის, განსაცდელის წინ, ბრძოლის წარმმართველი ქრისტე დაფარულ მადლს ანიჭებს მებრძოლს, რითაც ის მტრის სიცოფეს გაუმკლავდება და უკუაქცევს მას, დამარცხებულსა და შერცხვენილს.
შვილო, შენი ორივე წერილი მივიღე. ეძიებ მოიპოვო ღვთაებრივი სიყვარული და განუწყვეტელი ლოცვა. ორივე ზესრულყოფილი ნიჭია და გულისხმობს მწუხარებას, განსაცდელებს, დროს და ა. შ. მაშასადამე, შენი განსაცდელები, შვილო, ზუსტად შესაბამისია და ... იხილეთ სრულად