მუდამ სულიერი საქმეებით, განსაკუთრებით კი - ლოცვით ვიყოთ დაკავებულნი, რათა ყოველთვის, როგორც კი მოგვიახლოვდება და ვნებას დაგვიპირებს მტერი, ჩვენი გული მისთვის დაკეტილი და შეიარაღებული დახვდეს.
განსაცდელის ჟამს შინაგანი სიმშვიდე შეინარჩუნე; და თუ გულში შფოთს იგრძნობ, ნუ გამოამჟღავნებ მას გარეგნულად, რათა მოიცილო ეშმაკი, რომელმაც შენი გულის სიღრმეში შემოღწევა ვერ შეძლო და ამიტომ შენი გარეგნული ქმედებების მიხედვით მსჯელობს...
იხილეთ სრულად
განსაცდელის ჟამს შინაგანი სიმშვიდე შეინარჩუნე; და თუ გულში შფოთს იგრძნობ, ნუ გამოამჟღავნებ მას გარეგნულად, რათა მოიცილო ეშმაკი, რომელმაც შენი გულის სიღრმეში შემოღწევა ვერ შეძლო და ამიტომ შენი გარეგნული ქმედებების მიხედვით მსჯელობს; იგი სასოწარკვეთილია, რომ ვერ დაგეპატრონა და განგეშორა, შესაძლოა, იმ დროს, როდესაც შენ უკვე სუსტდებოდი და მზად იყავი, მისთვის დაგეთმო. სწორედ ასე იქცევა მტერი, რომელმაც ალყა შემოარტყა ქალაქს და როდესაც ნახა მისი დაცულობ...
ჩვენი ცხონების მტერი ჩვეულებრივ ისე იქცევა, რომ როდესაც უკანონოდ ვცხოვრობთ, ჩვენს ცოდვას მცირემნიშვნელოვნად წარმოგვიდგენს, რომელთანაც თითქოსდა ზეცისა და მიწის მეუფეს, მისი დიდებულების გამო არანაირი საქმე არ ჰქონდეს; ხოლო როდესაც დ...
იხილეთ სრულად
ჩვენი ცხონების მტერი ჩვეულებრივ ისე იქცევა, რომ როდესაც უკანონოდ ვცხოვრობთ, ჩვენს ცოდვას მცირემნიშვნელოვნად წარმოგვიდგენს, რომელთანაც თითქოსდა ზეცისა და მიწის მეუფეს, მისი დიდებულების გამო არანაირი საქმე არ ჰქონდეს; ხოლო როდესაც დაინახავს, რომ სინანულს ვიწყებთ და ვნებების ჯაჭვის გაწყვეტა გვსურს, ღმერთს უმოწყალო მსაჯულად გვაჩვენებს, ჩვენს ცოდვებს კი - სრულიად მიუტევებლად.
ბოროტი სული არცთუ იშვიათად (განსაკუთრებით კი დღევანდელ დღეს) უნერგავს ცოდვილს ურწმუნოებას - თვით ბოროტი სულების არსებობის მიმართ, რათა უფრო ძლიერ დაუმორჩილოს იგი თავის დამღუპველ გავლენას.