სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ნეტარია თვალი, რომლის ზეაღხილვასაც ადამიანი თავმდაბლობის გამო ვერ ბედავს
თუ გსურს, ღვთის წინაშე იყო დიდი, საკუთარ თავში დაიმდაბლე თავი
დიდია იგი, ვინც ღვთის წინაშე საკუთარ არარაობას გრძნობს!
თუ სული ღვთის წინაშე საკუთარ თავს ყვედრებას დაუწყებს, უფალი შეიყვარებს
გიყვარდეს თავმდაბლობა, რომელიც ღმერთს უყვარს
ადამიანები სიმდიდრეს ანიჭებენ უპირატესობას, ღვთისთვის კი თავმდაბალი სულია სათნო.
თავმდაბლობა ქმნილებათა უცილობელი სათნოებაა; მხოლოდ უფალს შვენის დიდება
თავმდაბლობას ისე დაუმეგობრდი, რომ მის გარეშე არც იფიქრო, არც ილაპარაკო და არც აღასრულო რაიმე.
თავი დაიმდაბლე, თუ გსურს, მაღალი იყო; რაც მეტად დამდაბლდები მიწაზე, მით მეტად ამაღლდები ზეცაში.
საკუთარი თავის დამამცირებელმა ცხონების სწორი გზა ჰპოვა