სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
თავის მადლით დიდებული, ასევე დიდებულია თავისი სამსჯავროთი
ღვთის მოწყალებამ, დაე, იმისკენ გვიბიძგოს, რომ ვერ შევიცნოთ ჩვენს თავზე ღვთის სამართალი
ყოვლად მომთმენსაც აქვს მოთმინების საზღვარი
ერთი თვალით ღვთის გულმოწყალებას უმზირე, მეორეთი კი - მის სამართალს
იმისათვის, რომ არ შესცოდო, საჭიროა, ღვთის სამართლის შიში გქონდეს: ცოდვილი სასოწარკვეთილებას რომ არ მიეცეს, ღვთის გულმოწყალების იმედი უნდა ჰქონდეს
თუ მართალი ადამიანი ხარ, გეშინოდეს (ღვთის) რისხვისა, რათა არ დაეცე; თუ ცოდვილი ხარ, დაეყრდენი (ღვთის) გულმოწყალებას, რათა აღსდგე
ღვთის შიში უნდა გვქონდეს, მაგრამ ისეთი, რომელიც იმედს არ თრგუნავს; აუცილებელია სულში იმედი ვისაზრდოოთ, ოღონდ ისეთი, რომელიც ღვთის შიშს არ გამორიცხავს
ნუ შეეცდები ჩაწვდე ღვთის განგებულების საიდუმლოს. წმიდანებიც კი ვერ კადნიერდებოდნენ, რომ ჩაწვდომოდნენ ღვთის განგებას
ნუ ვიწუწუნებთ ღვთის სამართლიანი მსჯავრის მიმართ. ჩვენ უძლურნი ვართ, ჩვენი აზრი გვქონდეს ღვთის გამოუთქმელ სამსჯავროზე
ზოგჯერ ის, რაც ჩვენს მზერას ქების ღირსად ეჩვენება, ღვთის წინაშე საძაგლობაა