წმ. ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნილოს სინელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნილოს სინელი | გამონათქვამები, ციტატები
74. მოყუსისა მიმართ სიყუარულისათვის ნურარაი გცონის, გარნა ეგოდენ, რაოდენ მისსა მიმართი სიყუარული ღმრთისა მიმართსა სიყუარულსა შენსა არა ავნებდეს
73. უხმს მორწმუნესა დამდაბლებაი ყოველთა მიმართ; რამეთუ ზოგთა ვიეთმე მიმართ მდაბლობაი ზმნილობასა აჩუენებს სიმდაბლისასა
71. რაჟამს ბოროტთა ვინმე იქმოდის და მათ ზედა არა ჰრცხუენოდის, ძნელ არს წყლულებაი მისი, და დაცემაი განწირვად მიიწევის
70. დედად ბოროტთა უდებებაი ჰგონე; რამეთუ კეთილნი რომელნი გაქუნდენ, მიგპარავს, და რომელნი არა გაქუნდენ, არა გიტევებს მოგებად
68. ნურარაი გგონიეს სწორყოფად პატივსა სათნოებისასა; რამეთუ მოხედვაი არს ღმრთისაი, ვინაიცა მსგავსადვე მისსა უქცეველ არს
67. დაითმენდ ჭირთა, რამეთუ მათ შორის სათნოებანი, ვითარცა ეკალთა შორის ვარდნი აღმოეცენებიან და აღიზარდებიან
66. რაჟამს სიმდიდრესა ანუ დიდებასა, ანუ საწუთოისა ძლიერებასა ქებულად ჰხედვიდე, მოიგონებდ მათ შორისსა განხრწნადობასა და განერე სამჭედურსა მათსა
65. რომელთათვის-იგი გუესამართლოებოდინ, მოთმინებისა მიმართ მიივლტოდე მათთვის; და მეუსამართლოეთად მიიქცეს სავნებელი იგი მეუსამართლოებისაი