სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

დამდაბლებულ უფალზე იფიქრე და სული ყოველთვის მზად იქნება, რომ მისი სიყვარულისთვის ნებისმიერი შეურაცხყოფა მოითმინოს. დამდაბლებულ უფალზე იფიქრე და სული ყოველთვის


განსაცდელებს უშვებს ღმერთი მათზე, ვისაც ის უყვარს!

ღმერთი, ბრძოლა რომ ასწავლოს, განსაცდელებს უშვებს მათზე, ვისაც ის უყვარს. როცა ღვთის მადლი განგვეშორება, მაშინ განსაცდელთა ღრუბელი წამოიშლება და ადამიანი იქამდე მიდის, რომ ამბობს: „ღმერთმა მიმატოვა!“ ათასობით გულისსიტყვა, სულის ხუთვა, ყველგან წყვდიადი და დაცემაა!
ყოველივე ამას წმინდა სიბრძნე, ღმერთი განაგებს და ვსწავლობთ, რომ მხოლოდ მას ძალუძს ჩვენი ხსნა, ღვთის გარეშე კი ყველა ჩვენი საქმე თივა და ნაგევია; ღმერთი, ბრძოლა რომ ასწავლოს, განსაცდელებს

იტირე უფლის წინაშე, სიმდაბლის სული რომ მოგმადლოს, რადგან მხოლოდ მისი მეშვეობით შეიძლება შენი ზეაღსვლა ღვთის სიყვარულისკენ. იტირე უფლის წინაშე, სიმდაბლის სული რომ

ნურაფერს დაინანებთ, რადგან ღვთის სიყვარულის წინაშე ყველაფერი ნაგევია. ეშმაკები შფოთავენ, როცა ხედავენ, რომ საბრძოლველად ემზადებით, ანგელოზები კი ცდილობენ, ყველა ის სირთულე აგაცილონ თავიდან, რაც გამარჯვებაში შეგიშლით ხელს. მაშ, ღვთის ანგელოზების მოკავშირენი გავხდეთ და დავამოწმოთ, რომ „იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე" (ებრ. 13, 8). ნურაფერს დაინანებთ, რადგან ღვთის სიყვარულის


ვისაც ღმერთი უყვარს, ყველაფერს მსხვერპლად გაიღებს...

შვილებო, ბრძოლისთვის გამხნევდით: ქრისტე უხილავად აქ იმყოფება და თქვენს გამარჯვებას ელის, რომ მარადიული დიდების უჭკნობი გვირგვინი გიბოძოთ! ვისაც ღმერთი უყვარს, ყველაფერს მსხვერპლად გაიღებს მხოლოდ იმიტომ, რომ სათნოეყოს მას. შვილებო, ბრძოლისთვის გამხნევდით: ქრისტე


ქრისტეთი ისუნთქეთ!

ქრისტე შეიყვარეთ, ქრისტეთი ისუნთქეთ. იესო აქციეთ თქვენი სულების თანამკვიდრად. ნურავისი გეშინიათ, რადგან ღმერთს ვეკუთვნით, მეფეთა მეუფემ სასახლის კარის მსახურებად დაგვადგინა. ბოროტი ვერ შეგვეხება, რადგან ჩვენ ვემსახურებით ქრისტეს, მას კი ყველა და ყველაფერი ემორჩილება! ქრისტე შეიყვარეთ, ქრისტეთი ისუნთქეთ. იესო


დიახ! მაგრამ ვიღვწით მასავით?

რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს – ჭირი თუ მწუხარება, დევნა თუ სიშიშვლე? (რომ. 8, 35) „შემირაცხიეს ყოველივე იგი ნაგევად, რათა ქრისტე შევიძინო“ (ფილიპ. 3, 8), – ღაღადებს პავლე მოციქული. განა ჩვენც არ გვმართებს მივბაძოთ პავლეს, ისეთივე მადლს და ქრისტესადმი სიყვარულს რომ მივაღწიოთ? დიახ! მაგრამ ვიღვწით მასავით? ჩვენც იმდენი დავითმინეთ, რამდენიც მან თავისი საყვარელი ქრისტესთვის? არა! ამიტომ ვარ შიშველი, დაძონძილი, სირცხვილით შემოსილი და ვცდები, რადგან მგონია, რომ დიდების დიადემას ვატარებ. ვაიმე, ვაიმე, უბადრუკს! ვინ განმინათლებს ბნელს, რომ დავინახო ჩემი სავალალო ყოფა! რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს – ჭირი თუ


მაშინ ყველა დაბრკოლება იოლად დასაძლევი გახდება

ნუ დაკარგავ სიმხნევეს, შვილო, მიუხედავად იმისა, რომ მრავალნაირ განსაცდელთა ზღვაა აბობოქრებული. იფიქრე, რომ ყველაფერ ამას და ამაზე უფრო მეტსაც კი არ შესწევს ძალა ღვთის მადლსა და მის სიყვარულს განგვაშოროს. შვილო, თუ ჩვენში ქრისტესადმი ლტოლვა გაიზრდება, მაშინ ყველა დაბრკოლება ძალიან პატარა და იოლად დასაძლევი გახდება. ხოლო როცა ქრისტესადმი ჩვენი სიყვარული და ლტოლვა მცირეა, მაშინ ასეთი დაბრკოლებები ძნელად ასატანი ხდება და ის ჩვენი ცხოვრების დღეებს ცხარე ცრემლებით რწყავს. ჰო, შვილო, მოდი, ვუხმოთ იესოს მანამ, ვიდრე ჩვენში მისი ალი აინთება, მაშინ კი ღვარძლიც ნაცრად გადაიქცევა. ნუ დაკარგავ სიმხნევეს, შვილო, მიუხედავად


ღმერთი, ღვთაებრივი წამისყოფით დააყუდებს მათ

მუხლი მოიყარეთ იესოს წინაშე, სიკვდილამდე მისი ერთგულებისა და სიყვარულის ცრემლი დაღვარეთ. დაე, ტალღები ცას სწვდებოდნენ და უფსკრულში ვარდებოდნენ. თუკი სარწმუნოება გვექნება, იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი, საშინელი, ღვთაებრივი წამისყოფით დააყუდებს მათ. მუხლი მოიყარეთ იესოს წინაშე, სიკვდილამდე მისი

ჯილდოს მაშინ მივიღებთ, როცა იმ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელსაც სოფლის სიყვარული გაგვიწევს, შევძლებთ ღვთის ცხოველმყოფელი სიყვარული მოვიპოვოთ და მიუხედავად ცოდვის მიმზიდველობისა, სათნოების ციხე-სიმაგრედ აღვემართოთ! ჯილდოს მაშინ მივიღებთ, როცა იმ დიდი

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2