გული - ციტატები, გამონათქვამები
ნუ იყოფინ, რომ ბაგეზე ერთი რამ გვქონდეს და გულში კი - მეორე. "ღმერთი არა შეურაცხ იქმნების" (გალ. 6, 7). იგი ერთნაირად ხედავს როგორც დაფარულს, ისე - გაცხადებულს.
პირფერს ენაზე თაფლი აქვს, გულში კი ღვარძლს ატარებს - სიტყვით მშვიდობას გპირდება, საქმით კი მახვილს გიმზადებს.
ვისაც სუფთა გული აქვს, იგი ყველა ადამიანს სუფთად თვლის, ხოლო ვისი გულიც ვნებებითაა შერყვნილი, მას წმიდად არავინ მიაჩნია და ფიქრობს, რომ ყველა მისი მსგავსია.
დაიფარე შენი გული პატივმოყვარე ზრახვებისგან ისევე, როგორც ქონებას იცავ ქურდებისგან, ტანსაცმელს - ჩრჩილისგან, ვენახს კი - მტაცებელი ცხოველებისა და ფრინველებისგან.
ზღვა ქარისგან ღელავს, გული კი - ვნებებისგან: ზღვის ტალღების დაწყნარება მხოლოდ ღმერთს ძალუძს, გულის ტალღებისა კი - უფლის ყოვლისშემძლე მადლს, თუ თვითონ გული არ გაუწევს წინააღმდეგობას მის მოქმედებას.
ადამიანის გულში არის ცოდვის ეკლებით ამოზრდილი ყანა; მისი დამუშავებისას ქრისტიანს მტკიცედ უნდა ახსოვდეს, რომ ვნებების ფესვი სრულად მასში სიკვდილამდე არ ამოიფხვრება და ჩვენი მხრიდან დაბნეულობასა და გაუფრთხილებლობას შეუძლია, გამოიღოს... იხილეთ სრულად
იჩქარეთ, გულის სიღრმიდან ამოძირკვოთ ოდნავ ამოსული სარეველა, რათა ისინი არ გაიზარდონ და არ მოაშთონ ხორბალი. იჩქარეთ, მოსპოთ გველის კვერცხი, ვიდრე დაიბადებოდეს შხამიანი და მომაკვდინებელი გველი. იჩქარეთ, ამოძირკვოთ შინაგანი სამსხვერპ... იხილეთ სრულად