თუ ჩვეულებრივი ქორწინებისას ქალი მოთმინების გმირად გამოჩნდება, როცა იტანს ცოლქმრული ცხოვრების ჭირს, მწუხარებას, სირთულეებს, მეუღლის მხრიდან შეურაცხყოფას, ვნებებსა და ცემას, შვილების აღზრდისა და მათზე ზრუნვის სიძნელეებს, რაც ადამია...
იხილეთ სრულად
თუ ჩვეულებრივი ქორწინებისას ქალი მოთმინების გმირად გამოჩნდება, როცა იტანს ცოლქმრული ცხოვრების ჭირს, მწუხარებას, სირთულეებს, მეუღლის მხრიდან შეურაცხყოფას, ვნებებსა და ცემას, შვილების აღზრდისა და მათზე ზრუნვის სიძნელეებს, რაც ადამიანურ ძალებს აღემატება, მაშინ, ჰოი, რა სასჯელს დავიმსახურებთ ჩვენ, თუ მოთმინებას, თავის იძულებას, მორჩილებასა და ყველაფერს, რასაც უტკბესი იესოს უღელი მოითხოვს, გათხოვილ ქალზე მეტად არ გამოვიჩენთ! ამრიგად, მოვალენი ვართ ვაჩ...
link
როგორი იყო წმინდა მამების მოღვაწეობის პირველი წლები!
ჩვენი ბრძოლა უფლებათა, მთავრობათა, ბნელ და უბოროტეს ძალთა (ეფეს. 6, 12), ძალზე გამოცდილ ლეგიონთა, ხორცისა და ვნებათა სამყაროს წინააღმდეგაა მიმართული. ეს ჭრილობებს ჰგავს, რომლებიც საშინლად გვტკივა და მათ განსაკურნებლად ხერხი, დრო, ...
იხილეთ სრულად
ჩვენი ბრძოლა უფლებათა, მთავრობათა, ბნელ და უბოროტეს ძალთა (ეფეს. 6, 12), ძალზე გამოცდილ ლეგიონთა, ხორცისა და ვნებათა სამყაროს წინააღმდეგაა მიმართული. ეს ჭრილობებს ჰგავს, რომლებიც საშინლად გვტკივა და მათ განსაკურნებლად ხერხი, დრო, მოთმინება და გულმოდგინებაა საჭირო.
link
მხნეობასა და მოთმინებას ნურასოდეს დაკარგავ!
მორჩილება, ნების მოკვეთა, თავის დადანაშაულება, ზოგადად მოთმინება არის სულის საძირკველი, ხოლო ცრემლი სულს მხურვალებას და მოშურნეობას უნარჩუნებს.
ვინ ცვლის მატერიალურს არამატერიალურზე?
აფაზიის დროს გულისსიტყვები ცოდვად არ ითვლება
მოითმინე სულის სიმტკიცითა და სიმამაცით და შენც თქვი წმინდა პავლე მოციქულთან ერთად: არა მარტო ბორკილები, არამედ – სიკვდილიც ჩემი ქრისტესთვის. „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა?“ (რომ. 8. 35) ვერც ჭირი, ვერც მწუხარება, ...
იხილეთ სრულად
მოითმინე სულის სიმტკიცითა და სიმამაცით და შენც თქვი წმინდა პავლე მოციქულთან ერთად: არა მარტო ბორკილები, არამედ – სიკვდილიც ჩემი ქრისტესთვის. „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა?“ (რომ. 8. 35) ვერც ჭირი, ვერც მწუხარება, ვერც სნეულება; ღვთის სიყვარულის გამო სიკვდილისთვისაც მზად ვართ.
link
მომეცი მოთმინება, რომ ეს ჯვარი ვზიდო, ვიდრე შენი ნება იქნება
ღვთისგან ისეთი არაფერი ვითხოვოთ, რაც არ გამოგვიცდია!