რწმენა - ციტატები, გამონათქვამები
რწმენა - ციტატები, გამონათქვამები რწმენა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
როგორც რწმენის, ასევე სიყვარულის საკითხში ღვთიურ ძალასთან ერთად ადამიანის თავისუფალი ნებისყოფაც მონაწილეობს.
რწმენა და ცოდნა არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არ გამორიცხავს ურთიერთს, არამედ სწორი აღქმისას ავსებს ერთი-მეორეს. ისინი ანტიპოდები კი არა, ერთი ნაკადის ორი წყაროა, ერთი მიზნისკენ მიმავალი ორი გზაა.
ჩვენი რწმენა დაფუძნებულია როგორც საღმრთო წერილზე, ასევე ბუნების შეცნობაზე, რადგანაც გარემომცველი სამყაროს - ქმნილებების შეცნობა ლოგიკურ საფუძველს წარმოადგენს შემოქმედზე დასკვნების გასაკეთებლად.
განა შეიძლება მეცნიერება და რწმენა დაუპირისპირდეს ერთმანეთს, როცა ისინი ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სრულიად განსხვავებულ სფეროებს მიეკუთვნებიან: ერთი ფიზიკურს, ხოლო მეორე სულიერს? ისინი კი არ უპირისპირდებიან, არამედ ავსებენ... იხილეთ სრულად
როდესაც მეცნიერებაზე ვსაუბრობთ, უნებურად ისმის კითხვა: ეწინააღმდეგება თუ არა ერთმანეთს მეცნიერება და რწმენა? ბოლო ათწლეულების მანძილზე ბევრი ითქვა და დაიწერა ისეთი, რაც, ერთი შეხედვით, მათ დაპირისპირებას ამტკიცებს. ამტკიცებს იმ... იხილეთ სრულად
რა არის მეცნიერება? ფართო გაგეგით მეცნიერება ერთობლიობაა ყოველგვარი ცოდნისა, რომელსაც გონებრივი შემოწმება ან გაანგარიშება აქვს გავლილი და ცნობილ სისტემურ წესრიგშია მოყვანილი, დაწყებული თეოლოგიით, მეტაფიზიკით, წმინდა მათემატიკით... იხილეთ სრულად
რწმენისა და ლოცვის ძალით უნდა მივაღწიოთ უფალთან ურთიერთობას. უნდა შევძლოთ ღვთის მიერ თითოეული ჩვენგანისათვის ბოძებული მადლის მიღება და გამოვლენა. მართალია, ძნელია გზა თანამედროვეობიდან მართლმადიდებლობისაკენ და პირიქით, - როგორც ამ... იხილეთ სრულად
არ შეიძლება გულისტკივილით არ აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ბოლო დროს სულ უფრო მატულობს დარღვეულ ოჯახთა რიცხვი. მიზეზი კვლავ ურწმუნოებაა. ცოლ-ქმრულ კავშირს არა აქვს რელიგიური საფუძველი, ახალგაზრდები სულიერად მოუმზადებელნი არიან ამ საიდუ... იხილეთ სრულად
ყველა მეცნიერული აღმოჩენა, მატერიალური და ეკონომიური სიკეთენი ადამიანის წინააღმდეგ მიიმართება, თუ სიყვარულის, რწმენის, თანაგრძნობის უნარს დავკარგავთ, თუ ვერ შევძლებთ ჭეშმარიტი ბედნიერების შეცნობას და გაცივდება ჩვენი გულები.
ცოდნა მსგავსია სინათლისა, რწმენა შეიძლება შევადაროთ სითბოს. როგორც სხეულის ფიზიკური განვითარებისათვის საჭიროა სინათლე და სითბო, ასევე საჭიროა ცოდნა და რწმენა სულიერი ცხოვრებისათვის.