ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები ბოროტება, გამონათქვამები, ციტატები
ზოგიერთი ადამიანის გული ისეა დაკნინებული, რომ არა თუ ღვთისთვის, თავისი ოჯახის წევრებისთვისაც კი არ არის მასში ადგილი. ასეთ პიროვნებას საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი უყვარს. ზოგის გული კი საოცრად დიდია: იქ დაუმკვიდრებია ... იხილეთ სრულად
რა საერთო აქვს სიკეთეს ბოროტებასთან, რატომ ებრძვის უკეთურება სათნოებას? იმიტომ, რომ ბოროტება ყველასათვის თვალსაჩინო, ხილული ხდება და ეშინია, არ ამხილონ, არ უარყონ იგი.
ქვეყნად სიკეთისა და სიწმიდის აქტიური გამოვლინება თავისი სულიერი ნათების გამო ყოველთვის ბოროტების გაღიზიანებას იწვევს: რაც არ უნდა უწყინარი და ჩუმი იყოს ღვთის ეს მადლი, სიძულვილი ბოროტების მხრიდან მაინც იზრდება.
გამარჯვებული მხოლოდ ის არის, ვინც სათნო ცხოვრებით ცხოვრობს და ღირსეულად კვდება. ადამიანი, რომელიც ბოროტებას განამრავლებს, ბოროტებითვე იძლევა, ასეთი ადამიანის მიმართ სიკვდილი უმოწყალოა.
ვისაც არ სურს სიკეთე ირწმუნოს, მას ვერც ზეციური სასწაულები უშველის. ბოროტებით აღსავსე გული გრანიტზე უმტკიცესია. ცოდვით დაბინდულ გონებაში ვერ შეაღწევს ნათლის სხივი, რომლის ძალმოსილება ათას მზეს აღემატება. მაგრამ თუ ადამიანი გულიდან... იხილეთ სრულად